"რუბინმა" "ლოკომოტივს" მირანჩუკის სანაცვლოდ კვირკველია შესთავაზა

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის "ლოკომოტივს" ნახევარმცველ ალექსენ მირანჩუკის შეძენასთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა.

წყაროს ცნობით, ყაზანელები "ლოკომოტივს" ნახევარმცველის სანაცვლოდ საბა კვირკველიას სთავაზობენ.

კვირკველიამ, რომელსაც "რუბინთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო, ისიც რუსეთის თასზე. რუსეთის ჩემპიონატში ქართველ მცველს ამ სეზონში არ უთამაშია.

წყაროს ცნობითვე, კვირკველიათი ტულის "არსენალიცაა" დაინტერესებული, მაგრამ "ლოკომოტივის" ვარიანტი უფრო რეალურია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
kvelaze magari kazi sakartvelos nakrebshi, tarmatebebi sabas!
kika
02:25 12-12-2016
0
საბა არ დაიკარგება, უკვე შემდგარი ფეხბურთელია. გაიხარე საბა სულ წარმატებებით გევლოს, მგონი კარგად გაანალიზებ სიტუაციას და დროულად გაეცლები რუსეთს.
gizog
10:33 12-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული