გიორგი ნავალოვსკიმ ბერძნულ "ვერიასთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა

AutoSharing Option
გიორგი ნავალოვსკი ახალ გუნდში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მცველის აწ უკვე ყოფილი კლუბის, "ვერიას" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ჯერჯერობით, არ ხმაურდება მიზეზი, თუ რამ აიძულა 30 წლის ქართველი, ბერძნული გუნდი ვადაზე ადრე დაეტოვებინა.

ნავალოვსკი "ვერიაში" წლეულს ზაფხულში, რუსული ხაბაროვსკის "სკა ენერგიიდან" გადავიდა. თავიდან ის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა - "ვერიას" სასტარტოში ის უკანასკნელად 27 ოქტომბერს, "ასტერასთან" მატჩში მოხვდა.

ამგვარად, ნავალოვსკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეხვდება. ჯერჯერობით,
უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ნაკრების მცველი. ზაფხულში კახა ცხადაძე მას ალმათის "ქაირათში" იწვევდა.

ცხადაძე კი ის მწვრთნელია, ვის ხელშიც ნავალოვსკი ჯერ თბილისის "დინამოში" გამოჩნდა, მერე ბაქოს "ინტერში" ითამაშა, ბოლოს კი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდგეს და მოდგეს ფიფია რა
დინამო
12:22 14-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული