საბა კვირკველია: როცა გამოჩნდა მყიდველი, "რუბინში" ჩემთვის გაუგებარი პაუზა გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვირკველია ჯერაც ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელია. ყაზანური კლუბი უცნაურად იქცევა - 24 წლის ქართველს ვერც ელევა და არც სათამაშო პრაქტიკას აძლევს.

კვირკველია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უთამაშებლობა არ შეიმჩნიოს. საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ფეხბურთელი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა არ შეიძლება ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს.

სხვადასხვა დროს კვირკველიას გადაბირებით არაერთი და თან ძალიან კარგი გუნდი იყო დაინტერესებული. ინტერესი არის ახლაც, თუმცა ყაზანელები ჩვენებურს ვერ ელევიან. შექმნილ სიტუაციაში ალბათ ერთადერთი გამოსავალი არსებობს - კვირკველიამ "რუბინი" უნდა დატოვოს,
თუმცა ამას ფეხბურთელი თვითნებურად ვერ გააკეთებს, კლუბის ნებაცაა საჭირო.

გუშინ "ლელო" კვირკველიას ყაზანში შეეხმიანა და სადღეისო ვითარებაზე ჰკითხა...

- ხომ არ არის რაიმე სიახლე თქვენს ტრანსფერთან დაკავშირებით?
- არა, ამ დროისთვის ისე "რუბინის" ფეხბურთელი ვარ. იმას ვიტყვი მხოლოდ, რომ მზად ვარ, "რუბინი" დავტოვო. ეგაა, კლუბი ვერ მელევა. არადა, ყველა ფეხბურთელის სურვილია, ისეთ გუნდში ითამაშოს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

- დაიწერა კიევის "დინამოს", მოსკოვის "ლოკომოტივისა" და სხვა კლუბების ინტერესზე...
- რამდენიმე გუნდისგან მართლაც არის ინტერესი. რომ არ იყოს, არც დაიწერებოდა. არის, მაგრამ ხომ გითხარით, "რუბინი" არ მიშვებს... თუმცა ჩემთან კონკრეტულად არც არავის უსაუბრია.

- ითქვა "როსტოვის" ვარიანტზეც, სადაც თქვენი ტალანტის დიდი დამფასებელი, ყურბან ბერდიევი მუშაობს...
- "როსტოვთან" დაკავშირებით იჯარაზე იყო ლაპარაკი. ასე "კრასნოდარზეც" იყო საუბარი, მაგრამ არ გამიშვა "რუბინმა". მათ ჩემი გაყიდვა უნდათ. გასაგებია ეს, მაგრამ როცა გამოჩნდა მყიდველი გუნდი, ჩემთვის გაუგებარი პაუზა გააკეთეს.

- გუნდს ვერ დაასახელებთ?
- ახლა ვერ დავასახელებ. სერიოზული გუნდები იყვნენ, სერიოზულ თანხას იხდიდნენ, მაგრამ...

- უფრო რუსეთიდან არის ინტერესი თუ ევროპიდან?
- მეტწილად რუსეთიდან, თუმცა არის ევროპული ვარიანტებიც.

- როდის გაირკვევა ყველაფერი?
- იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მზად ვარ, "რუბინი" დავტოვო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მომწონს კვირკველია, კარგადაც თამაშობს და პოტენციალიც აქვს, მაგრამ რუბინის პოზიცია ცოტა გაურკვეველია ან თქვენ არ გვაწვდით ბოლომდე ინფორმაციას, აქ რაღაც არა საფეხბურთო მიზეზები უნდა იყოს კვირკველიას მხრიდან, და ყველაფერი ეს დამსჯელი ღონისძიება მგონია. ისეთი განცდა მაქვს რომ ბოლომდე არ ამბობთ სათქმელს რეალური სურათი რომ დავინახოთ.
JIMI
16:11 16-12-2016
0
am bijs ukve clebia usamartlod eqcevian da hagraven rusethi.arada ahkara did nihs klaven.mivmartav kobis tu rame dzala da berketi arsebobs gadavarhinot eg biji.eg nihi.
koko
15:48 16-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული