Gazeta.ru: საბა კვირკველია სტუდენტურ "მოტორ-აკადემიაში" "გადავიდა"

AutoSharing Option
Gazeta.ru-ს ინფორმაციით, ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია "მოტორ-აკადემიას" ფეხბურთელია, რომელიც თათრეთის ზამთრის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მცველი უკვე შეიყვანეს გუნდის განაცხადში და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინ ითამაშებს ამ სამოყვარულო სტუდენტურ გუნდში, როცა მოისურვებს. კვირკველია სწორედ იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც ამ გუნდის სპონსორია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა სეზონის პირველ ნახევარში 1 წუთიც კი არ ითამაშა "რუბინის" შემადგენლობაში. არადა, წინა სეზონებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამის გამო ჩვენებური "რუბინიდან" წასვლას აპირებს. 
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ იღებენ ამ ევროპაში და სად წავიდეს?!
ევროპაში თავის აკადემიის ახალგაზრდა ნიჭიერებს არ იციან რა უყონ ინგლისში მხოლოდ 14 ლიგაა და იქაც ძნელია მოხვედრა :)
გაანებეთ თავი თუ დაიხვეწება "მოტორ აკადემიაში" ღმერთმა ხელი მოუმართოს
vova
20 დეკემბერი 2016 13:06
0
ვეთანხმები გიგას. ფეხბურთელი ხარ.არცთუ ისე ურიგო, ხოდა ოდნავ მაინც არ გაწუხებს თავმოყვარეობა,რომ ფებურთში რაღაც ღირებული გააკეთო და სახელი დატოვო. ამ სახელთან ერთად ხომ დიდი ფულიცაა?!!!ვერ ვხვდები რა!!! ოქრიაშვილი ავიღოთ ცინცხალი ამბავი. რუსეთში ხომ მაინც გავქაჩავ, გამოდის მაგის ნაბიჯი. მასეთი ნიჭის პატრონი მინიმუმ პრემიერლიგაში უნდა იყოს -სადმე საშუალო გუნდში მაინც.ეს კი კრასნოდარში წავიდა. როგორ დავეცით ფეხბურთში როგორ!!! წესით არ უნდამიდიოდეს ქართველი რუსეთში არანაირი ფულის საფასურად, მაგრამ...
MARADONA
20 დეკემბერი 2016 12:32
0
წადი ევროპაში, თუნდაც, უფრო მცირე ანაზღაურებით. ვგიჟდები, ქართველ ფეხბურთელებს როგორ არ აქვთ იმის ამბიცია, რომ ფეხბურთის მსოფლიო ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერონ..
giga
20 დეკემბერი 2016 12:05
0
saba გსჯიან ქართველობისთვის ეს ღორიშვილები, ჩელე ვააბშე .... ფულმა, ცხოვრებას რომ გიმწარებს და კარიერას გიფუჭებს ეგ თავგასიებული?!
giorgi
20 დეკემბერი 2016 11:29
0
კარგი რაა,მაგას ჯობია ისევ საქართველოს ჩემპიონატში ჩამოვიდეს :(
ალექსანდრე ყაველაშვილი
20 დეკემბერი 2016 10:51
0
ამას ქვია "სამაგალითო დასჯა რუსეთის მოქალაქეობის არმიღების გამო". წადი, სოლომონ, რუსეტიდან, ვატიკანში, ტიბეტში ან ვანუატუში წადი, ოღონდ წადი!..
ქუთაისელი
20 დეკემბერი 2016 09:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული