ლეგიონი: ლევან მჭედლიძემ "ატალანტასაც" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 დეკემბერს, იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ატალანტას" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მჭედლიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 51-ე წუთზე "ემპოლი" დააწინაურა კიდეც, თუმცა ამ გოლმა მის გუნდს ვერ უშველა. ქართველი ფორვარდი მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან მატჩის 73-ე წუთზე გაიყვანა. მჭედლიძის გასვლას 1 წუთში "ატალანტას" გოლი მოყვა, 90-ე წუთზე კი მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და მატჩი მოიგეს.

14 ქულით "ემპოლი" სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Forca, Forca ლევან. გაიხარე და სულ გამარჯვებები მოგველოცოს.
gizog
14:42 21-12-2016
0
ლაშა! თქვენ რომ ბედს უჩივით ეგრე არ არის.ნიჭს გარჯა ესაჭირეოვება.თავდადებული გარჯა,თუ კი გსურთ რომ თქვენი ნიჭი ანაზღაურებადი გახდეს რაიმე თქვენი საქმიანობისას,ვიღაცის ანაძღაურების შემძლის მიერ,ნებისმიერ საქმეში.ტრამვები კი უვარჯიშობის,რეჟიმიდან ამოვარდნის,სიზარმაცის ბრალია რა სარჩულიც არ უნდა დაედოს უბედობას? ოთხი სიტყვით,ბევრი რომ არ "ვამლაშო და თანაც ბრტყელი ბრტყელი სიტყვებით" არამკითხედ ჭკუის დარიგებებით თითქმის ოცდაათსაუკუნოვანი ქართველი ხალხის სიბრძნიდან,"ქუდი გვერდზე დაგიხურავს,ამფარტავანისა ჰგევხარო",ეგრეა ყველა ზარმაცი არაფროფესიონალთა "სამე" სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთა მიუუხედავად,მის გარშემო.Р.S.რატომღაც ჩემს მესიჯებს,ამ საიტზეც ბოლო დროს აღარ ბეჭდავენ ,ალბად "უბედობას მომჩივანნი, საიტის "უაღრესად განსწავლული"ვიტყოდი "უუფს" რეფორტერებიю
Sebastian Chabal.France.
11:41 21-12-2016
0

სიახლეები პოპულარული