Lunion.fr: რაც არ უნდა მოხდეს, ჯაბა კანკავა სეზონის ბოლომდე "რეიმსში" რჩება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ გამოიცვლის და ფრანგულ "რეიმსში" სეზონის ბოლომდე დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული lunion.fr ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილი ამბავია, რომ კანკავა ზამთარში კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 20 დეკემბერს, maligue2.fr წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანკავას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გაყიდვის საკითხი სულ უფრო აქტუალური გახდება, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კი კანკავას ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.

- "რეიმსის" მწვრთნელი: ჯაბა კანკავას ფსიქოლოგიური
პრობლემები აქვს...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა თქვენი არ ვიცი,მგრამ გული მწყდება დნეპრიდან რომ წამოხვედით,არა მარტო კლუბში და ქალაქში გაფასებდნენ,არამედ მთელი უკრაინის გულშემატკივრები გაფასებდნენ და უყვარდით,არაერთხელ მსმენია ოდესელი მეგობრებისგან.წარმატებებს გისურვებ.
პაატა
11:39 22-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული