"აკაკი აგვისტოს ბოლოს ბოლო წუთებზე გადმოვიდა "ბრენტფორდიდან" იჯარით. ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ 24 წლის ნახევარმცველი წარმატების გარანტია იქნებოდა გუნდში. სამი დუბლი ნახევარ სეზონში დიდი ხანია, არავის გაუკეთებია "დინამოში", - წერს საიტი.
შეგახსენებთ, რომ გერმანული მოქალაქეობის მქონე ქართველს, რომელსაც ეროვნულ გუნდში თამაში სურს, ამ სეზონში 14 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, რაც კლუბში საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზეა ერთი საგოლე პასიც.