ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჯანო მისი "სპარტაკში" გადასვლის ამბავს ჰყვება, რომელშიც მაშინ რევაზ ჩელებაძეც მონაწილეობდა.
- თქვენ "სპარტაკში" გადასვლაზე რევაზ ჩელებაძე მუშაობდა. რა მომენტში დაამთავრეთ მასთან მუშაობა?
- საქართველოში მას ყველა "ჩელეს" ეძახის. ოფიციალურად ჩემი აგენტი არ იყო, ფურცლებზე ხელი არ მოგვიწერია. 13 წლის ასაკში მისი დახმარებით კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვდი, "ჩელე" იქ ყველასთან მეგობრობდა. ერთი წლის შემდეგ ფული მოისურვა, თუმცა აუხსნეს: "სანამ ჯანოს 18 წელი არ
"სპარტაკის" ვარიანტი მას არ მოუძებნია - "სპარტაკის" წარმომადგენლებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მატჩის დროს შემამჩნიეს, ჩემით დაინტერესდნენ და სინჯებზე მიმიწვიეს. სამნი ჩავედით - მამა, მე და "ჩელე". როცა კონტრაქტს განვიხილავდით, ჩელებაძემ ევგენი სმოლენცევს, რომელიც მაშინ "სპარტაკის" ტექნიკური დირექტორი იყო, უთხრა: "300 ათასი დოლარი და ჯანო თქვენია". ამ თანხის შუაზე გაყოფას ვაპირებდით.
- თქვენ და ჩელებაძე?
- დიახ, მაგრამ მამამ თქვა: "ჩელე", შენ ორასი, ჩვენ კი - ასი. 50 ჩემგან საჩუქრად".
ჩელებაძე კიევის "დინამოში" მოწყობაში დაგვეხმარა. თანაც, სმოლენცევს ამხელა თანხის დასახელებას ვერ გავუბედავდით.
- აბა, რა თანხაზე იქნებოდა საუბარი?
- ნაკლებზე, სავარაუდოდ 6-ჯერ ნაკლებზე. ჩელებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა. სმოლენცევიც არ ვაჭრობდა. ამასთან, ის 50 ათასი დოლარი, რაზეც მამაჩემმა იოლად თქვა უარი, ჩვენთვის ნამეტანი იქნებოდა.
ჩემი პირველი ხელფასი "სპარტაკში" 5 ათასი რუბლი იყო. როცა ცოტა მომიმატეს, "ჩელემ" ისევ ფულზე ჩამოაგდო საუბარი.
- რამდენს ითხოვდა?
- ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" და საკუთრი პროცენტის აგენტივით მიღება სურდა. მამა აღშფოთდა: "ვითომ რატომ? ჩვენ 50 ათასი დოლარი მოგეცით. ბავშვის ხელფასს კი მეც არ ვეხები, ეს მისი ფულია. როცა დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ იქნება პრემიები, ბონუსები - არ გაწყენინებთ".
მათ იკამათეს, რის შემდეგაც ჩვენი გზები გაიყარა.
მამის გარდაცვალების შემდეგ "ჩელემ" კვლავ შემომთავაზა თავისი მომსახურება, რაზეც ვუპასუხე: "მაპატიეთ, მაგრამ სხვა აგენტი მყავს". სულ ეს არის მთელი ისტორია.