ჯანო ანანიძე: რევაზ ჩელებაძეს ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" აგენტივით სურდა...

AutoSharing Option
ცნობილმა რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელთან, ჯანო ანანიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჯანო მისი "სპარტაკში" გადასვლის ამბავს ჰყვება, რომელშიც მაშინ რევაზ ჩელებაძეც მონაწილეობდა.

- თქვენ "სპარტაკში" გადასვლაზე რევაზ ჩელებაძე მუშაობდა. რა მომენტში დაამთავრეთ მასთან მუშაობა?
- საქართველოში მას ყველა "ჩელეს" ეძახის. ოფიციალურად ჩემი აგენტი არ იყო, ფურცლებზე ხელი არ მოგვიწერია. 13 წლის ასაკში მისი დახმარებით კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვდი, "ჩელე" იქ ყველასთან მეგობრობდა. ერთი წლის შემდეგ ფული მოისურვა, თუმცა აუხსნეს: "სანამ ჯანოს 18 წელი არ
შეუსრულდება, ფული არ იქნება".

"სპარტაკის" ვარიანტი მას არ მოუძებნია - "სპარტაკის" წარმომადგენლებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მატჩის დროს შემამჩნიეს, ჩემით დაინტერესდნენ და სინჯებზე მიმიწვიეს. სამნი ჩავედით - მამა, მე და "ჩელე". როცა კონტრაქტს განვიხილავდით, ჩელებაძემ ევგენი სმოლენცევს, რომელიც მაშინ "სპარტაკის" ტექნიკური დირექტორი იყო, უთხრა: "300 ათასი დოლარი და ჯანო თქვენია". ამ თანხის შუაზე გაყოფას ვაპირებდით.

- თქვენ და ჩელებაძე?
- დიახ, მაგრამ მამამ თქვა: "ჩელე", შენ ორასი, ჩვენ კი - ასი. 50 ჩემგან საჩუქრად".

ჩელებაძე კიევის "დინამოში" მოწყობაში დაგვეხმარა. თანაც, სმოლენცევს ამხელა თანხის დასახელებას ვერ გავუბედავდით.

- აბა, რა თანხაზე იქნებოდა საუბარი?
- ნაკლებზე, სავარაუდოდ 6-ჯერ ნაკლებზე. ჩელებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა. სმოლენცევიც არ ვაჭრობდა. ამასთან, ის 50 ათასი დოლარი, რაზეც მამაჩემმა იოლად თქვა უარი, ჩვენთვის ნამეტანი იქნებოდა.

ჩემი პირველი ხელფასი "სპარტაკში" 5 ათასი რუბლი იყო. როცა ცოტა მომიმატეს, "ჩელემ" ისევ ფულზე ჩამოაგდო საუბარი.

- რამდენს ითხოვდა?
- ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" და საკუთრი პროცენტის აგენტივით მიღება სურდა. მამა აღშფოთდა: "ვითომ რატომ? ჩვენ 50 ათასი დოლარი მოგეცით. ბავშვის ხელფასს კი მეც არ ვეხები, ეს მისი ფულია. როცა დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ იქნება პრემიები, ბონუსები - არ გაწყენინებთ".

მათ იკამათეს, რის შემდეგაც ჩვენი გზები გაიყარა.

მამის გარდაცვალების შემდეგ "ჩელემ" კვლავ შემომთავაზა თავისი მომსახურება, რაზეც ვუპასუხე: "მაპატიეთ, მაგრამ სხვა აგენტი მყავს". სულ ეს არის მთელი ისტორია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჯანო თურმე ქობულეთს და ჩოხატაურს ვერ გაცდებოდა თურმე, ისეთი უნიჭო ყოფილა ყველგან ჩაიკარგებოდა და ისევ რეზო ბიძია ...ს მადლი რომ არა ვერსადაც ვერ გაიჩითებოდა ვერავინ და ვერაფერი ვერ იქნებოდა. აბაა, საქმეს აკეთებს მარტო ...., ბიძია.
რაო
20:43 24-12-2016
0
ანანიძე ვინ იყავი და რა გაგხადა ჩელემ ყველამ იცის, რომ არა ჩელებაძე, მოსკოვს კიარა ჩოხატაურში ვერ მოხდებოდი.
kote batumski
10:59 24-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული