ჯანო ანანიძე: რევაზ ჩელებაძეს ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" აგენტივით სურდა...

AutoSharing Option
ცნობილმა რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელთან, ჯანო ანანიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჯანო მისი "სპარტაკში" გადასვლის ამბავს ჰყვება, რომელშიც მაშინ რევაზ ჩელებაძეც მონაწილეობდა.

- თქვენ "სპარტაკში" გადასვლაზე რევაზ ჩელებაძე მუშაობდა. რა მომენტში დაამთავრეთ მასთან მუშაობა?
- საქართველოში მას ყველა "ჩელეს" ეძახის. ოფიციალურად ჩემი აგენტი არ იყო, ფურცლებზე ხელი არ მოგვიწერია. 13 წლის ასაკში მისი დახმარებით კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვდი, "ჩელე" იქ ყველასთან მეგობრობდა. ერთი წლის შემდეგ ფული მოისურვა, თუმცა აუხსნეს: "სანამ ჯანოს 18 წელი არ
შეუსრულდება, ფული არ იქნება".

"სპარტაკის" ვარიანტი მას არ მოუძებნია - "სპარტაკის" წარმომადგენლებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მატჩის დროს შემამჩნიეს, ჩემით დაინტერესდნენ და სინჯებზე მიმიწვიეს. სამნი ჩავედით - მამა, მე და "ჩელე". როცა კონტრაქტს განვიხილავდით, ჩელებაძემ ევგენი სმოლენცევს, რომელიც მაშინ "სპარტაკის" ტექნიკური დირექტორი იყო, უთხრა: "300 ათასი დოლარი და ჯანო თქვენია". ამ თანხის შუაზე გაყოფას ვაპირებდით.

- თქვენ და ჩელებაძე?
- დიახ, მაგრამ მამამ თქვა: "ჩელე", შენ ორასი, ჩვენ კი - ასი. 50 ჩემგან საჩუქრად".

ჩელებაძე კიევის "დინამოში" მოწყობაში დაგვეხმარა. თანაც, სმოლენცევს ამხელა თანხის დასახელებას ვერ გავუბედავდით.

- აბა, რა თანხაზე იქნებოდა საუბარი?
- ნაკლებზე, სავარაუდოდ 6-ჯერ ნაკლებზე. ჩელებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა. სმოლენცევიც არ ვაჭრობდა. ამასთან, ის 50 ათასი დოლარი, რაზეც მამაჩემმა იოლად თქვა უარი, ჩვენთვის ნამეტანი იქნებოდა.

ჩემი პირველი ხელფასი "სპარტაკში" 5 ათასი რუბლი იყო. როცა ცოტა მომიმატეს, "ჩელემ" ისევ ფულზე ჩამოაგდო საუბარი.

- რამდენს ითხოვდა?
- ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" და საკუთრი პროცენტის აგენტივით მიღება სურდა. მამა აღშფოთდა: "ვითომ რატომ? ჩვენ 50 ათასი დოლარი მოგეცით. ბავშვის ხელფასს კი მეც არ ვეხები, ეს მისი ფულია. როცა დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ იქნება პრემიები, ბონუსები - არ გაწყენინებთ".

მათ იკამათეს, რის შემდეგაც ჩვენი გზები გაიყარა.

მამის გარდაცვალების შემდეგ "ჩელემ" კვლავ შემომთავაზა თავისი მომსახურება, რაზეც ვუპასუხე: "მაპატიეთ, მაგრამ სხვა აგენტი მყავს". სულ ეს არის მთელი ისტორია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
007-ს . ეს ვეტერანები არიან რო დედა გაუბახეს ქართულ ფეხბურთს თავიანთი საქმით თუ უუქმედობით, სიმართლე არის ეს !!! არავის არ აყენებს შეურაცყოფას, ქართულ ფეხბურთში რაც ხდება ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს და უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი,,, გულშემატკივრებთან ყველაფერი უნდა ითქვას !!! ვინ ვინაა და ვინ სად რა (მძ. ჭამს) უნდა ითქვას....!!!!!
Vasili
18:03 23-12-2016
0
რა მდგომარეობაშიცაა ეხლა ქართული ფეხბურთი ,სწორედ ესეა დასაფასებელი ჩელებაძეცა და ყველა ფეხბურთის ვეტერანი.ჩელებაძე არც არავიზე უკეთესია და არც არავიზე უარესი.ისიც სხვებივით იქცეოდა.უყურებდა ფეხბურთის დეგრადაციას და თუ რაიმე გამოსარჩენს ხედავდა იმას იხმარდა.ეხლა რასაც ანანიძე ამბობს სიმართლე იქნება რადგან,როგორც ქართველებს გვჩვევია ,ჩვენ ყველაფერს ძმაბიჭურ და ვითომ კაიკაცურად ვაკეთებთ სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა .ყველაფერსა აქვს თავისი წესი და ეს წესი კონტრაქტებითა და კანონებით რეგულირდება ზუსტად იმიტომ ,რომ ასეთი ამბავი არ მოხდეს,მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ,რა წესი რისი კანონი.ჰოდა ვართ ასე .რასაკვირველია სამწუხაროა რომ კაცობა და ადამიანობა აქ მეორე პლანზე იწევს ,მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ.კაცური,კაცი და სამართლიანი კაცი მაშინა ხარ,როდესაც საქმეს აკეთებ გინდ შენი ძმა იყოს ,ყველაფერი დაწერილ ,ხელმოწერილი უნდა იყოს ,რომ თუ საქმეს დასჭირდა ყველასთან პირნათელი რომ იყო.აი ასეა ეს .სხვა დანარჩენი კი ყველაფერი ბლეფია,და ცხოვრებაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცხვირს გვამტვრევს.

vep1963
18:30 23-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული