"სპორტ-ექსპრესი": თორნიკე ოქრიაშვილით მოსკოვის "სპარტაკი" არ ინტერესდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული რუსული სპორტული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ინტერნეტში დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, "კრასნოდარის" ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის გადაბირება მოსკოვის "სპარტაკს" სურს და საკითხი უკვე შეთანხმებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოცემის ცნობით, მოსკოვურ კლუბს სულ სხვა სატრანსფერო პრიორიტეტები აქვს.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა "კრასნოდარის" მაისურით მიმდინარე პრემიერლიგაში 9 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ჯოხივითაა! 100 წელიწადში ერთხელ ვარდება
vova
28 დეკემბერი 2016 13:06
0
ჯარ არ დაუმტკიცება, რომ მაგარია დაამტკცოს და სპარტაკი ვინ მიგდია გრანდების რიგი დაუდგება, მარა ჯერ არაფერი აქ დამტკიცებული ასე ერთი მაკრატელა შეიძლება ნებისმიერმა გააკეთოს მთავარია სტაბილურობა, შეუძლია და ვნახოთ.
sabonis
27 დეკემბერი 2016 10:54
0
ოქრი მაგარია, მენანება კრასნოდარისთვის და თუნდაც სპარტაკისათვის. მისი ადგილი უფრო იტალიაში, მილანშია!
არჩილ ხოფერია
26 დეკემბერი 2016 23:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული