L'Equipe: ჯაბა კანკავას შეძენა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბს სურს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "რეიმსის" ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ კარიერა, შესაძლოა, ფრანგულ "მეცში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კანკავას შეძენა "მეცის" 57 წლის მთავარ მწვრთნელ ფილიპ ენშბერგერს სურს და ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"მეცი", რომელი საფრანგეთის 20-გუნდიან ლიგა 1-ში გამოდის, 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.

30 წლის კანკავა "რეიმსში" 2015 წლის აგვისტოს უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში კანკავამ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
aba somexi ras atamashebda amas
paterson
16:05 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული