ბოლო დროს არნემის "ვიტესის" კაპიტანი
გურამ კაშია ევროპის რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის, პრიმერა დივიზიონის "ბეტისსა" და "გრანადას", თუმცა თავად ფეხბურთელმა Omroep Gelderland-თან საუბარში მისი სავარაუდო წასვლა ამ ეტაპზე გამორიცხა.
"არ მიყვარს, როცა ვკითხულობ, თუ როგორ ვაპირებ გუნდის დატოვებას. "ვიტესის" ფეხბურთელი ვარ ამ ეტაპზე და არსად წასვლას არ ვაპირებ.
რომელი კაპიტანი ტოვებს თავის გუნდს შუა სეზონში? ყოველ შემთხვევაში, მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სეზონი "ვიტესში" დავასრულო.
სხვა კლუბებს არ ვეძებ, თუმცა არავინ იცის, რა გველის მომავალში. თანაც,
ყველას აქვს სურვილი უმაღლეს დონეზე თამაშის. ჩემთვის ოცნებაა იმავე ლიგაში თამაში, სადაც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო თამაშობენ".