მინსკის "დინამოში" გოგიტა გოგატიშვილი ითამაშებს

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველი გოგიტა გოგატიშვილი მინსკის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას. ამის თაობაზე ბელორუსული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

ბელორუსის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩვენებურის გამოჩენა საყურადღებო ამბავია.

"დინამოში" მისვლამდე, გოგატიშვილი სომხეთის ჩემპიონატში თამაშობდა და კაპანის "განძასარის" ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გოგატიშვილმა ამ გუნდის შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა და 4 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვადასხვა დროს, გოგატიშვილი თამაშობდა სტუ-ში, "სიონში", "ჩიხურაში", "გაგრასა" და "ოდიშში".

მინსკის "დინამომ" ბელორუსის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ჩამორჩა მხოლოდ ბატე-ს და სოლიგორსკის "შახტიორს". მინსკელები ქვეყნის ღირსებას
ევროპალიგაზეც დაიცავენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელია მისი ყოფილი ფეხბურთელი სერგეი ბოროვსკი, ერთ დროს მარჯვენა მცველი, რომელიც სტაჟიან გულშემატკივრებს საბჭოთა ნაკრებიდანაც ემახსოვრებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული