ბუდუ ზივზივაძე: პოლონური "არკას" ვარიანტზე უარი ვთქვი...

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძე ჯერაც უგუნდოდ არის, ხოლო შესაძლო ვარიანტებიდან ერთ-ერთი უკვე გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა "სამტრედიას" ლიდერმა "ლელოს" უთხრა, რომ მოლაპარაკებები პოლონური ექსტრაკლასას ბინადარ "არკასა" და პორტუგალიური პრიმეირა ლიგის კლუბ "ტონდელასთან" ჰქონდა.

"რეალურად, სწორედ "არკასა" და "ტონდელას" ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ. უფრო პოლონური ვარიანტისკენ ვიხრებოდი. მაგრამ საბოლოოდ, უცნაური რამ მოხდა - აღმოჩნდა, რომ "არკას" მიერ მოლაპარაკების დასაწყისში დასახელებული პირობები კონტრაქტში ჩაწერილისგან განსხვავდებოდა, გაცილებით უარესი იყო და მასზე უარი ვთქვი.

პორტუგალიური ვარიანტი ისევ რეალურია. მაგრამ სხვა წინადადებებსაც ველოდები.
სანამ რამე გადაწყდება, თბილისში ვარ და ტონუსის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვემზადები", - ამბობს ზივზივაძე.

საწყენია, რომ ქართული ფეხბურთის კატასტროფულად დაცემული რეიტინგისა და იმიჯის გამო, 22 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი ისევ გაურკვევლობაშია და უცხოეთში წასვლა საეჭვო გაუხდა. თუმცა, ზივზივაძე იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ევროპიდან საინტერესო წინადადება გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბუდუ, დარჩი "სამტრედიაში" ლიგამდე... არ იჩქარო... მაგარი ფორვარდი ხარ... გაცილებით უკეთესი შემოთავაზებები გექნება და საქართველოსაც გაახარებ... ლიგაზე არ ვითამაშოთ? ხომ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები...
elgvisa
10 იანვარი 2017 04:38
0
jango xar tu bereeri ras profesorob erti .romeli pexburtis mcodne she mkevxar erti ro cer da vitom profesorob.shen ra ici pexburtelis pikri da azri da mdgomareoba .pexburteloba dzan mokle profesiaa da rac sheidzleba meti unda ishovos am bichebma radgan sehnsavit usakmurad ar dajden da ak ar gaataron dgeebi komentarebis carashi.amas pexburtelebi gaigeben danarchenebi vinca ak xart verasodes ver gaigebt gamonaklisebis garda
kkkk
08 იანვარი 2017 22:05
0
Darhi budu samtrediashi eg xo heni gundia
Otar
08 იანვარი 2017 09:54
0
ისე სიმართლეს გაუმარჯოს და სამტრედიაში თამაშს არკაა თუ ტონდელა ხო ჯობს იქ თამაში,გამოცვალე კახი ეგ კაუჩუკის ხელოვნური მუხლებიღა ებეტებათ ბიჭებს .
fcd
07 იანვარი 2017 22:44
0
ბუდუ რაღა დაგიმალო და მიხარია არკასთან ტრანსფერის ჩაშლა,მეც და ბევრი სხვაც გაფრთხილებდით აფერისტების შესახებ და კარგია,რომ ვიღაცას მაინც მოუსმინე და კონტრაქტში ყურადღებით ჩაიხედე.ახლ უფრო ფრთხილად იქნები,ალბათ შენი აგენტის მიმართაც.მე კი ისევ გირჩევ,რომ უფრო სწორი იქნება დარჩე სამტრედიაში ლიგის თამაშების ჩათავებამდე მაინც,მაშინ სკაუტებიც მიხვდებიან,რომ ვიღაც ორ კაპიკს გამოდევნებული ვიგინდარა არა ხარ,სამტრედიასაც გადაუხდი მორალურ ვალს და სტაბილური თამაშით ფასიც მეტი დაგედება.კიდევ ერთი,შენ თუ თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდები უცხოეთში,ყველა აფერისტი ეცდება ხელი გტაცოს,ის ხომ არაფერს ჰკარგავს,ხოლო თუ კონტრაქტი ექნებათ გამოსასყიდი,დაფიქრდებიან იმაზე სჭირდებათ თუ არა შენი თავი და მეველის ჰალსტუხივით არ მიგაგდებენ სადღაც ღრმა თადარიგში.მე კი მჯერა ,რომგაზაფხულზე კიდევ მოუმატებ და ფასიც გაცილებით უკეთესი დაგედება.წარმატებებს გისურვებ ყველა ვარიანტში.შენ მართლა შეგიძლია დაეხმარო საქართველოს ნაკრებს,ამის პოტენციალი ნამდვილად გაქვს.
სოსო
07 იანვარი 2017 22:11
0
ბუდუ რაღა დაგიმალო და მიხარია არკასთან ტრანსფერის ჩაშლა,მეც და ბევრი სხვაც გაფრთხილებდით აფერისტების შესახებ და კარგია,რომ ვიღაცას მაინც მოუსმინე და კონტრაქტში ყურადღებით ჩაიხედე.ახლ უფრო ფრთხილად იქნები,ალბათ შენი აგენტის მიმართაც.მე კი ისევ გირჩევ,რომ უფრო სწორი იქნება დარჩე სამტრედიაში ლიგის თამაშების ჩათავებამდე მაინც,მაშინ სკაუტებიც მიხვდებიან,რომ ვიღაც ორ კაპიკს გამოდევნებული ვიგინდარა არა ხარ,სამტრედიასაც გადაუხდი მორალურ ვალს და სტაბილური თამაშით ფასიც მეტი დაგედება.კიდევ ერთი,შენ თუ თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდები უცხოეთში,ყველა აფერისტი ეცდება ხელი გტაცოს,ის ხომ არაფერს ჰკარგავს,ხოლო თუ კონტრაქტი ექნებათ გამოსასყიდი,დაფიქრდებიან იმაზე სჭირდებათ თუ არა შენი თავი და მეველის ჰალსტუხივით არ მიგაგდებენ სადღაც ღრმა თადარიგში.მე კი მჯერა ,რომგაზაფხულზე კიდევ მოუმატებ და ფასიც გაცილებით უკეთესი დაგედება.წარმატებებს გისურვებ ყველა ვარიანტში.შენ მართლა შეგიძლია დაეხმარო საქართველოს ნაკრებს,ამის პოტენციალი ნამდვილად გაქვს.
სოსო
07 იანვარი 2017 21:18
0
ქართული ფეხბურთი და გულშემატკივარი არავის არ აინტერესებს.ვინც გუნდში რაღაც თანხას დებს იმან ის უნდა ამოიღოს და მოგებაც უნდა ნახოს.ფეხბურთი კი ნაკლებად აინტერესებს ვინმეს საქართველოDი.დააკვირდით ქართულ გუნდებს ვინც რაღაც ბეხი დააბაკუნა და გოლები შეაგდო გააქანებენ საზღვარგარეთ და მეტე კისერიც უტეხია,მYავარია ფული აიღონ.აქ კი რჩებიან ხარახურები და ხარახურას ფეხბურთი არის ისევ ხარახურა
გოგა
07 იანვარი 2017 20:30
0
kulasheli
Vasili
giorgi
grisha

ყველანი მართალი ხართ ბიჭებო.
ვიღაცეებს ჰგონიათ რომ ჩვენ სხვისი ან ქილიკი გვიხარია ან გაკიცხვა.მაგრამ ეს მათი გადასიცხული ტვინის ამბავია.

შევხედოთ რა ხდება.
ფუნქციონალურად მეტ-ნაკლებად გამართული გუნდიდან რომელმაც 1,5 სეზონში 2 ტიტული მოიპოვა, "გარბის" წლის საუკეთესო ბომბარდირი და საუეკთესო ფეხბურთელი ლიგის. რას ფიქრობ ევროპა ამ დროს? მერწმუნეთ რომ კარგს არაფერს, და მით უფრო უცრუვდება გული ქართულ ფეხბურთზე.
მაგრამ ამ დროს საერთოდ არაფერზე ფიქრობს ფედერაცია რომელიც არ ზრუნავს იმაზე რომ ასეთი შემთხვევბი არ იყოს, რომ ფეხბურთელს მორალური ვალდებულებაც ჰქონდეს კლუბის და ქვეყნის წინაშე.
როცა ასეთ საკითხზე არ მუშაობს არც კლუბი,არც ფედერაცია, იქ ფეხბურთის მომავალზე საუბარი ზედმეტია.
ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ თუ ეს პროცესები სასწრაფოდ არ შეჩერდა ამ წლის ჩემპიონატი იქნება უცუდესი როგორც ხარისხით ასევე შედეგებით.
Jango
07 იანვარი 2017 19:02
0
საქმე იმაშია, რომ ჩვენი ფეხბურთელები საქართველოზე ოდნავ უკეთეს პირობებს ეხარბებიან, ეწ აგენტებსაც ოღონდ რამე იხეირონ და ფეხებზე კიდიაათ ყველაფერი. თუ დავაკვირდებით, ქართველებით იშვიათად ინტერესდებიან. ადრე ასე არ იყო. კვიპროსით და პოლონეთით გვინდა კლასის ამაღლება?
kulasheli
07 იანვარი 2017 17:42
0
მაგის აგენტს უეჩველი ვალი აქ ალბათ , კრედიტი აქ დასაფარი ბანკში და უცებ მოინდომა დახურდავებაა სადღაც კაპიკებში , :D :D ამ ბავშვსაც აურიეს თავგზა, დარჩი შვილო სამტრედიაში, ხო ხედავ გატყუებენ, ლიგაზე ითამაშე ცოტა შეგხედოს ვიგაცამ, ამბიციურმა და მერე, რას ჩქარობ, სად გარბიხარ რო არ იცი.... / ეგრე იყო პაპუნაშვილი ვერდერში , საქართველოს საუკეთესო მესამე სასტავში დაყენეს , დაგავიწყდათ? და რა განიცადა??? პროგრესი?? თუ რეგრესი? მარტო კაი ბალახზე თამაში არაა მთავარი, და ის კიდე, საღცარგარეთ ნაცხოვრებათ რო ჩაითვალო, ჯერ დაფიქრდი და მერე, არკაზე რო დაფიქრდი ეგ უკვე ტეხავს მაგრად...( რა არკა)....
Vasili
07 იანვარი 2017 16:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული