ლევან ყენია: პრაღის "სლავიას" კონტრაქტის გაწყვეტაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს

AutoSharing Option
ჩეხურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს, პრაღის "სლავიამ" შეიძლება კონტრაქტი გაუწყვიტოს საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევ ლევან ყენიას.

მოგეხსენებათ, ყენია ზაფხულის შემდეგ ტრავმირებულია. ის ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ დაშავდა, რომელშიც "სლავია" ბელგიურ "ანდერლეხტს" ხვდებოდა. მას მერე ყენია მკურნალობს და ვერ ეხმარება "სლავიას" ჩეხეთის ჩემპიონატის მატჩებში და, გარდა ამისა, ეროვნული ნაკრების შეხვედრებიც გამოტოვა.

გუშინ "ლელო" ყენიას შეეხმიანა და ხსენებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვა:

"ამის თაობაზე არაფერი მსმენია, ყოველ შემთხვევაში, კლუბს ჩემთვის არაფერი უთქვამს", - გვითხრა ყენიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული