საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, 21 წლის ნათია სხირტლაძე საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონში ითამაშებს. საფეხბურთო კლუბმა "კალვირა" მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ნათია ამპლუით მარცხენა მცველია. საფრანგეთში, სინჯებზე 10 სექტემბერს გაემგზავრა და იქ ერთი თვე დარჩა. როგორც თავად ამბობს, ფრანგებისთვის თავის მოწონება პირველივე ვარჯიშზე მოახერხა, შემდგომი პერიოდი კი ვარჯიშსა და ადაპტაციას მოახმარა.
"ძალიან კარგად შემხვდნენ, ყველაფერი ამიხსნეს. თანაგუნდელებს ჯერ ინგლისურად ველაპარაკები, მაგრამ ვეცდები, ფრანგული ვისწავლო," - ამბობს ნათია.
სხრიტლაძე ახლა გრძელვადიან ვიზას ელოდება, რომლის მიღების შემდეგაც საფრანგეთში გაფრინდება და კლუბს შეუერთდება.
13:27 21-10-2011
ნათია სხირტლაძე საფრანგეთში ითამაშებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნათია სხირტლაძეს ვულოცავ ამ მიღწევას! სხვა ქართველ ქალ ფეხბურთელებსაც ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენი ნაკრების წარმატებისთვის ჩვენი ქალების უკეთეს გუნდებში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული