მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.
თამაზ კოსტავას გუნდი თბილისში, შემდეგი შემადგენლობით ემზადებოდა:
მეკარეები: თამარ ნადირაშვილი ("ჟალგირისი", ლიტვა), თეონა სუხაშვილი ("ეგრისი", საქართველო)
მცველები: ანა ზაქაიძე, ნათია სხირტლაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, თინათინ თევდორაძე (ყველა "იბერია სტარი", საქართველო), ნინო სუთიძე ("კონაკ ბელედისპორი", თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლა)
ნახევარმცველები: ანა ჩემინავა ("ჟალგირისი", ლიტვა), ნინო პასიკაშვილი
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე ("ადანა", თურქეთი), თათია დუმბაძე ("იგლზი", კალიფორნია, აშშ), თამრიკო კვალიაშვილი ("იბერია სტარი", საქართველო)
საქართველოს ქალთა ნაკრებს ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ ქულა არ აქვს. ქართველმა გოგონებმა პირველი შეხვედრა სტუმრად იტალიელებთან 1:6 დათმეს, ჩეხეთთან კი შინ 0:3 წააგეს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით