საქართველოს ქალთა ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა.

ამჯერად ჩვენი გოგონები შვეიცარიას ესტუმრნენ და ადგილობრივ ნაკრებთან ანგარიშით 4-0 დამარცხდნენ. ანგარიში მე-9 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ნათია სხირტლაძემ ჩაჭრა.

დანარჩენი სამი გოლი მასპინძლებმა თავად გაიტანეს. 34-ე, 50-ე და 74-ე წუთებზე ნადირაშვილის კარის აღება ცრნოგორჯევიჩმა, დიკერმანმა და ჰუმმა მოახერხეს.

ბიელი, შვეიცარია, "ტისოტ არენა"

შვეიცარია - საქართველო 4-0
გოლები: 9' სხირტლაძე (ა.გ); 34' ცრნოგორჯევიჩი; 50' დიკერმანი; 74' ჰუმი
გაფრთხილება: 6', 78' ჭყონია; 41' ნადირაშვილი
გაძევება: 78' ჭყონია

შვეიცარია:
მიშელი; ტერხოუნი (72' ბურკი); რინასტი; მოსერი; ველთი; ბახმანი; დიკერმანი; ცრნოგორჯევიჩი; კივიცი (46' ზენდერი); აბე (კ); აიგბოგუნი (60' ჰუმი)
მთ. მწვრთნელი: მარტინა ვოსს-ტეკელენბურგი

საქართველო: ნადირაშვილი; პასიკაშვილი (კ); კოჭლამაზაშვილი; თოდაძე; ჭიჭინაძე; ჭყონია; ჩემინავა (90' კვალიაშვილი); ტატუაშვილი; სხირტლაძე (76' დუმბაძე); სუთიძე; დანელია (67' ზაქაიძე)
მთ. მწვრთნელი: თამაზ კოსტავა

მსაჯები: სოფია კარაგიორგი; ნიკი კარაგიორგი; დორა მირიანტეა (სამივე კვიპროსი); ანნე გაბელონი (შვეიცარია)

ფოტო: www.football.ch

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააუქმეთ ქალთა ნაკრებიი, ღმერთი არა გწაამთ?? მერამდენედ უნდა ვჭამოთ სირცხვილი?? რა საჭიროა თუარა კიი...ქალებს კიარა ჯერ ფეხბურთი კაცებს ასწავლეთ....
zura kiknavelidze
18:49 28-10-2015
2

სიახლეები პოპულარული