საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიაში ანგარიშით 0:4 დამარცხდა

AutoSharing Option
3 ივნისს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა. ბელფასტში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ბრიტანელთა მხრიდან დუბლით კალაგანი გამოირჩა.

საქართველოს ნაკრებს მე-6 შესარჩევ ჯგუფში 6 მატჩიდან 6 წაგება აქვს (ბურთები 2:24) და ბოლო ადგილზეა. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო შესარჩევის მორიგ მატჩს 7 ივნისს, თბილისში იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

ქალები. ევრო 2017-ის შესარჩევი. VI ჯგუფი
ბელფასტი, სოლიტუდი
ჩრდ. ირლანდია-საქართველო 4:0
გოლები: 1-0 მაგილი (1), 2-0 კალაგანი (21), 3-0 კალაგანი (40), 4-0 ფურნესი (90)
ჩრდ. ირლანდია:
ბარნსი,
ლინდსეი, ფოი, ჰატონი, ნელსონი, მაკფადენი, ბერგინი, კალაგანი (კ) (მაკმასტერი), მაგილი (81’ შერვუდი), ფურნესი, მაკგინსი (78’ ვეიდი)
მთ. მწვრთნელი: ალფი ვაილი
საქართველო: ნადირაშვილი, ქველიძე (90’ ზაქაიძე), ჩხარტიშვილი, კოჭლამაზაშვილი, ბაქრაძე, ჩემინავა, ჭყონია, გაბელია (კ), დანელია (81’ პასიკაშვილი), ტატუაშვილი, სუთიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
მსაჯები: ვიოლა რაუძინა, დიანა ვანაგა, იელენა იერმოლაიევა, ლორენ მიურეი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 13’ ჭყონია, 52’ მაკფადენი

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახური მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
qarveli gogoebi romlebic martla azzeararian fexburtis da saertod axlosararian fexburttan,bevradufro jigrianad tamashobdnen vidre vitom mamakacta nakrebi..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული