ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს შვედეთთან გამართა და 0:4 დამარცხდა. გუშინ კი, საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა მეორე მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და ეს თამაშიც წააგო, თუმცა, უფრო მოკრძალებული ანგარიშით - 0:2.
გამარჯვებულთაგან გოლები ნეუზა ბესუგომ და რიტა ჩეგანკასმა გაიტანეს.
გია კვარაცხელიას გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს 23 ოქტომბერს მასპინძელი ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს.
ბიელინა. გრადსკი
პორტუგალია-საქართველო 2:0
1:0 ბესუგო (34), 2:0 ჩეგანკასი (58)
საქართველო: გაბუნია, კალანდაძე (60. ანთაძე), ჩხარტიშვილი, ანთაძე, შახკულიანი,
მწვრთნელი: გია კვარაცხელია
გაფრთხილება: მარკეში (63), ნარსია (74), გომეში (90)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"