ილია კანდელაკი მწვრთნელობას იწყებს?

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია კანდელაკი ბოლოს ბოლნისის სიონის ღირსებას იცავდა
ილია კანდელაკი
ზამთარში ბოლნისის "სიონიდან" წამოვიდა და მას შემდეგ უგუნდოდაა. ახლახან მან სამწვრთნელო ლიცენზირების კურსი გაიარა და ბევრმა იფიქრა, რომ გამოცდილმა მცველმა კარიერა დაასრულა...

არ ყოფილა თურმე ასე. შევიტყვეთ, რომ 33 წლის ფეხბურთელმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. სამწვრთნელო კურსიც იმის გამო გაიარა, რომ თავისუფალი დრო ჰქონდა და მომავლისთვის საფუძველი შეამზადა.

შეგახსენებთ, რომ კანდელაკმა კარიერა თბილისის "დინამოში" 2000 წელს დაიწყო. ის იმ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, გია
გეგუჩაძის დროს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე რომ ითამაშა. ის იყო ოდესის "ჩერნომორეცის", იენის "კარლ ცაისის", გრაცის "შტურმის", ბაქოს "ინტერის", "ზესტაფონის" ფეხბურთელი, ბოლოს კი ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა.

კანდელაკი 2005 წელს უკრაინელმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს, ეროვნულ ნაკრებში კი 14 თამაში ჩაატარა.

საინტერესოა, რომ კანდელაკი სამწვრთნელო კურსს ცნობილ ვეტერანებთან, გია კვარაცხელიასა და ვალერი აბრამიძესთან ერთად გადიოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული