საქართველო 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

AutoSharing Option
2020 წელს საქართველო 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. 9 დეკემბერს გამართულ უეფას აღმასკომის სხდომაზე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტა.

"მოხარულები ვართ, რომ უეფამ, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, სწორედ, საქართველო შეარჩია ევროპის 19-წლამდე ქალთა ჩემპიონატის მასპინძლად. ეს ძალიან დიდი წარმატება და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ჩვენს ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის წინსვლისთვის.

სასიხარულოა, რომ მომავალ წელს ამავე ასაკში ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, 2020 წელი კი ქალთა ფეხბურთის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტური და საფეხბურთო ზეიმი იქნება", -
განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს ქალთა რეგულარული ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც ქალთა გუნდები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული - ქუთაისის "მართვე" 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვისაც არაინტერესებს ნუ წავა და მორჩა ამით ან კალთებს ვინ გახევს გინდათუარა სტადიონზე მოდიო. ზოგს აინტერესებს ეგ ქალთა ფეხბურთი და ზოგს არა კაციადა ხასიათი. ეგარი და ეგ.
quTaiseli
11:37 28-06-2017
0
ბატონო ლევან ვისთვის იქნება საფეხბურთო ზეიმი?ანუსში შესულ ხალხს ქალთა ფეხბურთი უნდა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული