ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა

AutoSharing Option
"სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ გაზეთ "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სპეციალისტმა, რომელსაც ცნობილ საფეხბურთო სკოლებში უმუშავია და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც გაუზრდია, გიორგი ქინქლაძის ბავშვობის წლები გაიხსენა...

Sportall.Ge"...1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი.

ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...

მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? -
შვილის ცეკვაზე შეყვანა ურჩევნიათ. ქალბატონ ხათუნას ვთხოვე - სამი დღე ჩემთან იაროს, სამი დღე - ცეკვაზე-მეთქი. დამთანხმდა და გუნდის შენება დავიწყე...

ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...", - იხსენებს ბატონი თემური.

თემურ ლორთქიფანიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 21 /
რა დონის გაბოროტებული უნდა იყო ესე რო დაწერო ქინქლაძეზე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს მანჩესტერ სიტის ამხელა კლუბია და დღესაც მასე საუბრობენ
ირაკლი
04 თებერვალი 2017 03:59
2
გიო...10 ნომერი... ფეხბურთი მან შემაყვარა,გენია იყო სტადიონზე,ღმერთმა დიდ ხანს ამყოფოს ჯანმრთელად,,ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი იყო და არის...ვისაც არ გინახავთ ჩვენი 10-ნი ნუ წერთ კომენტარებს..ცაცია კილერი იყო მეკარეების რისხვა:)
ucha
03 თებერვალი 2017 07:13
4
გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას: გიორგი ქინქლაძე მსოფლიო ფეხბურთის სიამაყე იყო!დასანანია,რომ მან თავისი ფენომენალური შესაძლებლობების მხოლოდ 30–35% გამოიყენა(რას უნდა დავაბრალოთ ეს ვერ გეტყვით, ალბათ უფრო სიზარმაცეს!
თამაზ ხუბუა
03 თებერვალი 2017 12:09
4
თითონ თავისივე ტანაგუნდელები აღიარებენ,ბევრჯერ უთქვამს შოთასაც შეეძლო უფრო მეტი პროსტა ფულმა ითამაშა ფაქტორი მის კარიერაში.გიოს ადგილი იმ დიდ ფეხბურტელების პენთეონში უნდა ეკუთნოდეს.ცოტანი იყვნენ მასეთი ფეხბურთელები რომლებიც მარტოკა წყვეტდნენ თამაშიშ ბედს.დასანანია მაგრამ მეორე მხრივ მეამაყება რომ გყვავდა მსოფლიოს დონის დრიმბლიორი
jojo
03 თებერვალი 2017 02:55
2
სიტი ინგლისში არასდროს არ ითვლებოდა მოწინავე გუნდად, ამიტომაც გამოჩნდა იქ. როგორც კი გრანდში, მხედველობაში მაქვს აიაქსი, მოხვდა მაშინვე ჩაესვენა მისი საფეხბურთო მზე, მოკლედ არ იყო პროფესიონალი.
avtandil
15 აგვისტო 2017 11:40
17
Sul erti da igive statiebi ramdenjer unda werot? Martla agar aris saintereso rogori nichi hkonda da rogor gamoikena. Gvkavda 81-is dinamoc da is gundi dgemde sanatrelia, magram movrchet am godebas jobia. Ise kinkladzis gverze iko arveladzec da ashkarad mets miagwia
Mmm
14 აგვისტო 2017 09:35
1
ვიკიპედიაზე მაინც წაიკითხეთ ამ ადამიანის ბიოგრაფია წაიკითხეთ რა ნატანჯი გზა აქვს გავლილი კაცს კლუბებში კონტრაქტებში ვიზებში გიოს საიდან მოიტანეთ ზარმაცი რო იყო
tete
13 აგვისტო 2017 19:14
0
გიო მაგარი იყო. ადვილია სხვისი ქილიკი. მას ინგლისელები KINGLAD მოიხსენიებდნენ.
დავითი
02 თებერვალი 2017 20:00
4
გიორგი ქინქლადზე არის ქარტული გენის ბრზკინვალე ზარმომადგენელი გიორგის და მისი ტაობის უნიცჰიერესი ბიცჰების ზარუმატებლობის მიზეზი იკო საქარტველოსჰი მომხდარი პუტცჰი
zura
02 თებერვალი 2017 17:42
4
არაფელი ზარმაცი არიყო რო გავარდა სიტი და დარჩა იქ იმან დაღუპა აიაქსში რო გადავიდა ყველა მაგისამხანაგური თამაში ვნახე და მაინც იყო მაგარ ფორმაში მერე რა მოხდა მწვრთნელს და მას შორის არვიცი მაგრამ ცენტრში შესვლას უკრძალავდა ხოლმე ფლანგზე ათამაშებდა მიუხედავათ ამისა ზედმიწევით ეფექტურად გამოიყურებოდა.არ ყავდა კარგი აგენტი და ჭკუის დამრიგებელი თორე არაფელი ზარმაცი არიყო იყო ძაან მაგარი მაგრამ არა ყველაზე მაგარი რათქმაუნდა მე ყველაზე მაგრებად მესხი და მეტრეველი მიმაჩნია მაგალითად ზოგს ყიფიანი და ზოგს შენგელია.კაციადა ხასიათი.
zaza
13 აგვისტო 2017 22:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული