"გადასახადის გაზრდა სასიამოვნო არავისთვის არ არის, მით უფრო - კერძო კლუბისთვის, რომელიც თითოეულ თეთრს უფრთხილდება. ეს ამბავი ქობულეთის შეხვედრისას შევიტყვეთ. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს - წლეულს, ჩვენი საბაზისო დაფინანსება 700 ათასი ლარია. ამას გარდა, 50 ათასი ფარმ-კლუბისთვის დაგვერიცხა, ხოლო 50 ათასი - სტიმულირების ფონდიდან. ანუ სეზონს 800-ათასიანი ბიუჯეტით ვიწყებთ.
ამავე დროს, ეს საწევრო თანხის მექანიკური გაზრ
ამას დაემატა თამაშების რაოდენობის გაზრდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ ვიქნებით მართლები, საწევროს გაზრდაზე რომ დავიწუწუნოთ. ეს ლოგიკაში ჯდება".
"ვეტერინართა" პრეზიდენტმა, ზოგადად, ფეხბურთის განვითარების ფონდზეც ილაპარაკა:
"ეს ფონდი დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის პირმშოა. ცნობილი მიზეზების გამო დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს, მაგრამ სახელმწიფო 800 ათასით გვაფინანსებს, რაც ადრე არ ყოფილა და საწევრო 20 ათასით თუ გაგვეზარდა, ამაზე საყვედურს მაინც ვერ ვიტყვი, რადგან ეს უმადურობა იქნებოდა.
მეორე მხრივ, ერთია, ფული რომ გაქვს, მეორე კი - მისი განკარგვა. მიმაჩნია, რომ ფონდის პრეზიდენტი დოლიძე და მისი 5-კაციანი სტაფი სახსრებს კარგად განკარგავს. რეალურად, ეს კლუბების ფინანსების სწორი მართვა გამოდის.
ადრე ზუსტად არავინ იცოდა, კლუბების მიერ თანხები რაში იხარჯებოდა. ახლა კი გუნდების მენეჯმენტი აშკარად გამოსწორდა და თითოეული თეთრი ქართულ ფეხბურთს ხმარდება. ეს პატარა საქმე არ არის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"