[თემა განსჯისთვის] სტადიონის მშენებლობის კი არა, ფულის ჭამის პროცესი...

AutoSharing Option
თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარეების, ქეთევან ჯოხაძისა და მიხეილ ყაველაშვილის სახელზე ორ-ორი წერილი მივიდა, სადაც თბილისში საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ცნობილ პრობლემებზეა ლაპარაკი...

სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსის, მამუკა კვარაცხელიას თაოსნობით 200-მდე ნაძალადეველმა დაწერა წერილი, რომელშიც ქეთი ჯოხაძეს ნაძალადეველები სტადიონის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვენ:

"თბილისში ერთ-ერთი უძველესი სტადიონი, ეგრეთ წოდებული "ფეიქარი", ნაძალადევში, ნინუას ქუჩაზე მდებარეობს და "ბამბის ნართის" ბალანსზე ირიცხება. ამ სტადიონზე ვარჯიშით ბევრი ქუჩას ასცდა, ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა - ალექსანდრე ჩივაძემ, ვოვა გუცაევმა, ძმებმა მაჩაიძეებმა, ერთადერთმა ოლიმპიურმა
ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა კი, ფეხი სწორედ ამ არენაზე აიდგეს. აქ დაიწყო ვარჯიში ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გია ნემსაძემ...

"ფეიქარი" დღემდე კბილებით უჭირავთ საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ჟანი ლეჟავასა და დათო სხიერელს. ეს უკანასკნელი "გინესების რეკორდების" წიგნშია შესატანი - ბავშვები ქუჩას რომ მოაცდინოს, საკუთარ სახლში გასახდელი გახსნა და სტადიონს უსასყიდლოდ ემსახურება.

მწვრთნელთა დუეტმა ვის არ მისწერა, პარლამენტიდან დაწყებული, რაიონის გამგეობით დამთავრებული, მაგრამ რად გინდა, მერიაში უკვე შეიტანეს განცხადება - სტადიონი "ბამბის ნართს" ეკუთვნის და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 12 აპრილამდე უნდა გამოიტანოს დასკვნა - ან ასე, ან ისე! თუ მერიამ ნება მისცა, ამ საფეხბურთო რაიონის ყველა ბავშვი უფეხბურთოდ დარჩება", - წერია კვარაცხელიას მიმართვაში.

ის საკრებულოს ჩინოსანს კიდევ 5 სტადიონის პრობლემას ახსენებს:

"სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ 2008 წელს ხელში ჩაგდებული საქართველოს უნივერსიტეტის (ყოფილი "გეპეის") სტადიონი, ფაქტობრივად, განწირულია და 9-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებენ. 200 საბურთალოელი ბავშვი შეეშვება ფეხბურთს ან სხვაგან გადავა. მერიამ დღეს-ხვალ უნდა გამოიტანოს დასკვნა - გადარჩება სტადიონი თუ არა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორატმა დაწერა დასკვნა, რომ სტადიონის საფარიდან დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე არის უნიკალური შახტა-ლაბორატორია, რომელზეც მშენებლობა არ შეიძლება. სტადიონის დაკარგვას ვინ ჩივის - თბილისის სეისმურობას თუ გავითვალისწინებთ, აქ დიდი კატასტროფაა მოსალოდნელი!

საფრთხე ემუქრება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე "მერანის" სტადიონსაც, სადაც სამშენებლო კომპანიას ეძებენ და მოლაპარაკება ფასზე მიდის. აქ მინიმუმ 200 ბავშვი ვარჯიშობდა.

დიღომში ლეგენდარული მიხეილ მესხის აშენებულ საფეხბურთო სკოლა "ავაზაზე" 500 ბავშვი დღესაც დადის. მფლობელია "ვისოლი", რომელიც ითხოვს მონაცვლეობას და ეს საქმე მეოთხე წელია ჯანჯლდება!

გურამიშვილის გამზირზეა "მთვარის გლობუსი", რომლის სამი მფლობელიდან სტადიონის შენარჩუნება ორს სურს, ხოლო მესამე გაყიდვას ცდილობს.

თავისი ფუნქცია დაკარგა დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე მაუდ-კამვოლის (ეგრეთ წოდებული "სუკონკა") სტადიონმაც და დღე-დღეზე გასხვისდება. ქუჩაში აღმოჩნდა 300 ბავშვი".

კვარაცხელიამ ასევე მიუთითა დიღმის ბაზის წინ მშენებარე კორპუსის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველაზე სრულყოფილი ქართული საფეხბურთო ცენტრის გაუქმებას გამოიწვევს...

დაახლოებით მსგავსი წერილები მისწერა და პირადადაც შეხვდა პარლამენტის სპორტის კომისიის თავმჯდომარეს, ძველ დინამოელ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც მას ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა სტადიონების შენარჩუნებასა და დიღმის ბაზის (სადაც თავად ყაველაშვილი ჩამოყალიბდა ფეხბურთელად) გვერდით მშენებლობის შეჩერებაში.

დიღმის ბაზასთან დაწყებული მშენებლობის შესახებ საკრებულოს წევრსა და პარლამენტარს წერილით თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამაც მიმართა. ჩვენი ინფორმაციით, წერილში ფიფია ამბობს, რომ ხელშეწყობის ნაცვლად, ხელი ეშლება, რომ გულგრილობა გამოვლინდა დიღმის ბაზასთან მშენებლობაზე, რომელსაც არა მარტო "დინამო", არამედ ხშირად საქართველოს ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებები იყენებენ სავარჯიშოდ.

ფიფიამ საკრებულოს იმ იმედით მიმართა, რომ საკითხზე სერიოზულად იმსჯელებენ, "გორკი და კომპანიასთან" ადგილმონაცვლეობის თაობაზე სასწრაფო მოლაპარაკებებს დაიწყებენ და იმეორებს პირობას - თუკი ეს ტერიტორია კლუბს გადაეცემა, წლის ბოლომდე იქ 5-ათასიან კოხტა სტადიონს ააშენებს.

სტადიონის მშენებლობის კი არა, ფულის ჭამის პროცესი...
ცხადია, ჩვენი სატკივარი მარტო თბილისური სტადიონები არ არის. ფოთში, "ფაზისის" არენას 8 წელია "აშენებენ". ვადები ყოველ წელს იწევდა და მერე მის განახლებას "კოლხეთის" დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წელს დაგვპირდნენ.

მაგრამ ფოთში არსებულ ვითარებაზე გასაოცარი ფაქტები აღმოვაჩინეთ, რაც აბსურდის სფეროსაც სცილდება. თავად განსაჯეთ - ბოლო 8 წელიწადში "ფაზისის" მშენებლობაზე 4 მილიონია დახარჯული, საფარის დაგება 1,3 მილიონი ლარი დაჯდა, სტადიონიდან კი არაფერი დარჩა და ბურთის ნაცვლად იქ ახლა ნაგვის გროვაა.

ძალიან დიდი შეცდომა იყო ჯერ საფარის დაგება და მერე მშენებლობის დაგეგმვა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ცემენტი და ქვიშა დაგებულ საფარს გააფუჭებდა. ანუ ჯამში 5,3 მილიონი ლარი (მინდვრის - 1,3 მლნ და სატენდერო 4 მლნ) წყალში ჩაიყარა, რაც ახალი სტადიონის ასაშენებლად სრულიად საკმარისი იქნებოდა.

მსგავს უყაირათობას რომელიმე ქვეყანაში ვინმეს აპატიებდნენ?! როგორც იტყვიან, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს რეალურად ფულის ჭამის პროცესი უფრო იყო, ვიდრე სტადიონის მშენებლობაზე ზრუნვა.

ფოთში დანგრეული სტადიონი მაინც შემორჩა, ბათუმი კი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც სტადიონი არ არსებობს. აჭარის მთავარ ქალაქში მსოფლიოს სხვა რეკორდიც მოვხსენით - სტადიონი 11 წელიწადია "შენდება". ბათუმის მერიამ და მორაგბეებმა აჭარის მთავარ ქალაქში ფეხბურთი დააბრუნეს და ეს გვახარებს, მაგრამ საკუთარი სტადიონი როდის ეღირსებათ?

ჩინეთის კედლის ერთკილომეტრიან მონაკვეთს ერთ თვეში აშენებდნენ და, ბოლოს და ბოლოს, ამ ჩვენს არენებს ასეთი რა ჯადო სჭირთ, რომ ვერ ეშველათ. ისე, ცხვარი ხომ არ დაგვეკლა?! :)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
თბილისში რა ხდება არ ვიცი მაგრამ ფოთში რა ხდება კი ვიცი. წოუჭირეთ ყელში ქალაქის მერს და ყველაფერს დაფქვავს
გიორგი ფოთელი
20 მარტი 2017 12:58
0
es mtavroba mamaabramis ucodveli kravia.mecodebian.
S.P
19 მარტი 2017 10:49
0
ჯერ კიდევ შეიძლება გპის სტადიონის გადარჩენა ,გიულის ნებაა,რატომგაც ამ ქალბატონს არ ადარდებს ერის ბედი და ხალხს ეუბნება ,არჩევნებში ხმა ჩემს შვილს მიეციო,მაგრამ ეს მთავრობაც სუსტია,ტორემ ამდენს ვერ გაბედავდა ქალბატონი
gio
18 მარტი 2017 20:48
0
ბათუმში და ფოთში სტადიონები არ არის,ამიტომ მათი გასაჭირი გასაგებია,მაგრამ ზესტაფონში 5 მინდორია და ადგილობრივი ,,მარგვეთი"სავარჯიშოდ ქუთაისში რომ დადის, კალენდარულ შეხვედრებს კი წყალტუბოში რომ მართავს,ამ თემაზეც დაწერეთ ორი სიტყვა.იქნებ ამ საწყლებსაც რაიმე ეშველოთ.
ლუკა
18 მარტი 2017 19:56
0
უნდა აიკრდალოს სტადიონების გაკიდვა და სტადიონის ადგილას კორპუსის აშენება ვიც გასცემს სტადიონის გაკიდვას სამუდამო პტიმრობიტ დაისაჯოს,ვინც ავლაბრის სტადიონი,გაკიდა და იკ კორპუსების Aშენების უფლება მისცა დაჯილი უნდა იკოს ქონების ცჩამორტმევიტ და ვინც შევარდენის სტადიონი,ავჯალის სტადიონი რაგბს გადასცა დასჯილი იკოს და კონება იკნეს ჩამორტმეული,ფოტის სტადიონის გამო ბესელიას ახლობლებმა მიტვისე ტანხა და ამიტომ ვერ იჯერენ
ramazi
18 მარტი 2017 18:33
0
ar gadzga amati muclebi.
S.P
18 მარტი 2017 17:54
0
რა რუსეთი, რა ნაცები, რა ქოცები, რა მერია... ფაზისის სტადიონზე წყალში გადაყრილ ფულებზე პასუხისგებას ვინ კრძალავს და აფერხებს, რომელი მტერი და რომელი სექტა?...
irakli Apkhaidze
18 მარტი 2017 17:51
0
შეგნებულად ხორციელდება, ამაში სხვა ხელი ურევია რომელსაც არ სურს ქართული ფეხბურთის განვითარება. დილეტანტიც შენიშნავს, როცა რაღაცას გადაწყვეტ, უკვე გაკეთებულია. ეს საქმე შეგნებულად ჭიანურდება.პირადად მე ბრმა არ ვარ!
......
18 მარტი 2017 16:13
0
მეუკვე ერთხელ დავწერე, რუსები არასოდეს დაუშვებენ საქართველოში ფეხბურთი განვითარდეს და ყოველანაირად შეეცდებიან უცხოური კოპმპანიების ზეწოლით, რაც რუსეთს შეუძლია, ქართული სტადიონები და მოედნები ამოძირკვონ და გაანადგურონ რაც 1990_იანი წლებიდან დღემდე ხორციელდება. მაშინ ყველამ დამცინა და არც გამკვირვბებია, ქართული მენტალიტეტი ასეთია, დაცინვა და არა გარე მტერის ძიება, არამედ შიდა შხეკედელაობა. ამოიღეთ ხმა, ყველანი გამოვიდეთ, არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა, ამით ქართულ სტადიონებსაც ეშველება, როცა ამდენი რუსეთის აგენტი ზის; მთავრობაში, ეკლესიაში, შინაგან საქმეთა სამმართველოში პოლიციაში, ჯარში, საიდანაც ყრიან და შეგნებულად ასუსტებენ ქართულ ჯარს და ქართველ ხალხს სძინავს, რას უნდა ელოდოთ სხვაშ?იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ და გაიღვიძოთ?
Heraclius (kukheti)
18 მარტი 2017 16:09
0
სოსო, თენგიზ, გიორგი, გრიშა
ამ სტატიაშიც წერია, თუმცა შეგახსენებთ რომ ეს ყველაფერი გასხვისდა თქვენი საყვარელი უგულავას დროს. ეხლა მაგ ადგილებს ოფიციალური მეპატრონე ჰყავს. ისინი კიდე ფულს ითხოვენ. მერიამ რომ ფული მისცეს თქვენ პირველები გამოხტეBით ნაცებთან ერთად და მაფიოზა ნარმანიას ლანძღვას დაიწყებთ. ამიტომ დამშვიდდით, ჯობია სწორად იაზროვნოდ, ასე უფრო დაეხმარებით ფეხბურთსაც და ქვეყანასაც. ნარმანიამ რაღაც რაღაცეები კიდეც შეინარჩუნა უგულავას გასხვისებული. ვაცადოთ, იქნებ რაღაც ნაწილი კიდევ გადარჩეს. ისე ბათუმშიც მიშას დანგრეულია სტადიონი "საყვარელო" ნაცებო.
haha
18 მარტი 2017 15:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული