ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობარი,პოლიტიკაში არსებობს მუდმივი ინტერესი.ეს ინგლისელების ნათქვამია და სრული ჭეშმარიტებაა.შენი ქვეყნის მეგობარი მხოლოდ შენ ხარ და შენს ჭკუაზე,წესიერებაზე,ცოდნაზე,გამოცდილებაზე,პატრიოტიზმზეა დამოკიდებული შენი ქვეყნის სიკეთე.სხვა ყოველთვის ისურვებს შენი მოქმედება მისთვის სასარგებლო იყოს,შენ კი უნდა გააკეთო ის,რაც შენთვისაა სასარგებლო(ნაცები ამის დიდოსტატები იყვნენ,მაგრამ მხოლოდ პირადულად სასარგებლოსათვის).სამწუხაროდ ჩვენი ყველა მთავრობა,გამსახურდიას გამოკლებით სხვისი ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული და რაღაა საკვირველი,რომ ქვეყანა და მოსახლეობა შაგრენის ტყავივით გვადნება ხელში.
რუსებს კი გასულ საუკუნეში ასეთი გამოთქმა ჰქონდათ:იყვნენ სამი ძმა.ორი ნორმალური იყო,მესამე კი ფეხბურთელი.
სოსო
18 აპრილი 2017 18:00
0
ნეტა თქვენ რაზე იშლით ნერვებს. ქვეყნის მოსახლეობის 99% არ იცის ვინაა ეს ადამიანი. რა დატვირთვა აქვს, რას იტყვის ის - არავითარი.
Vika
18 აპრილი 2017 17:57
0
ზაზა ეს არ გეკადრებოდა ძმაო. პატივსაცემი ადამიანი ხარ. შენი აზრი გაგაჩნია თუმცა რუსეთი თავის ინტერესების გამო ებრძოდა თურქეთს და არა იმის ფიქრში რო ჩვენ არ გავთურქებულიყავით ( ეგ ეყო ალბათ მათი მესამასიათასედი მიზანი. ჯობია შენ გადახედო კარგად ისტორიას.) საქართველოს ნაკრებში ძაან მგელ ფეხბურთს თამაშობდი
თოკა
18 აპრილი 2017 17:55
0
ეს კაცი მეგონა...
ქართველი
18 აპრილი 2017 17:41
0
ისე, მაინც რა პირი უნდა დაუტრიალდეთ იმ ლაწირაკებს, რომელტაც არ გამოუვლიათ; 9 აპრილი, 90_იანი წლები და სხვა საშინელებები. ამერიკა რომ არა დღეს საქართველო გაქრებოდა რუკიდან. თუნდაც ამერიკამ გადაგარჩინათ აგვისტოს ომში, თორემ საქართველოსაგან არაფერიღა დარჩებოდა. ევროპა და ამერიკა ზურგში დგას საქართველოსი.
......
18 აპრილი 2017 17:33
0
და იმიტომ რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი წაგვართვა დანარჩენი საქართველოც ჩავაბაროთ არა? და ისევ უკან რუსული წუმპისკენ. მოკლე ჭკუით და კაპიტულანტური აზროვნებით მაოცებთ ზოგი და მიხარია რომ უმრავლესობა ასე არაა.
B-52
18 აპრილი 2017 17:29
0
ხო ხედავ ჩვენ რამდენნი ვართ, ჩვენ სხვა გზით ვხედავთ საქართველოს. მოდი რა ჩაგვეხსენი წითელ დროშიანო.
qutaiseli-ს
18 აპრილი 2017 17:28
0
გენაცვალეთ ყველას, მიხარია ასეთი უარყოფითი რეაქცია რო გამოიწვია ამ ინტერვიუმ. იმედია თვითონოც დაფიქრდება.
ქომაგი
18 აპრილი 2017 17:13
0
Fexburts da tqven tavs mixedet, politikaze saubars cota meti chkua da codna unda vidre janashias aqvs
kote
18 აპრილი 2017 17:11
0
ამან დედაენა ვინ დაცერა არიცის რაიცის ისტორია)))))
kaxelo
18 აპრილი 2017 17:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული