ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
andoria შენ ალბათ კრასნოდარში ნაყინს ყიდდი ან ყიზლარში საზამთროს და გგონია რომ არაფერი გქონდა გასაყოფი მაგრამ ეგ მასე არ არის. მილიონი ფაქტი არსებობს იმისა რომ ზუსტადაც აქვთ რუსებს გასაყოფი. თავისი ტერიტორიისთვის ვერ მიუხედავს და მაინც შენს ერთ გოჯ მიწაზე უჭირავს თვალი და რა გაგგლიჯოს იმას ფიქრობს. გაიგეთ რომ ეგ ქვეყანა მთლიანი პოლიტიკური გუნდიანად არის ჩვენი ქვეყნის მტერი და არ არის საჭირო ჩვენს ძმობაზე და საერთო სარწმუნოებაზე საუბარი, უხერხულია და სირცხვილი იქონიეთ
fraternity
18 აპრილი 2017 15:38
0
Warsulit rodamde unda vicxovrot momavali agar gvinda? Mag qveyanas momavali ar aqvs
??
18 აპრილი 2017 15:36
0
ინტერვიუს რუცა იღებ ჟურნალისტი ცოტა მომზადებული უნდა იყო,საქართველომ რუსეთთან "მეგობრობა'' ცნობისათვის 1783 წლიდან დაიწყო.
ჯული
18 აპრილი 2017 15:35
0
შოდა შენ ბევრჯერ შემიმჩნევიხარ რომ პირწავარდნილი რუსეთუმე ხარ
ნიკოლოზი
18 აპრილი 2017 15:31
0
მიხარია, რომ 84 ადამიანიდან 4 ხართ თქვენ, ცოტაც და თქვენც გასკდებით საპნის ბუშტებივით
შოდა-ს
18 აპრილი 2017 15:29
0
ალეკო როდის გამოიხატა და გენერალ მაზნიაშვილის მხარდამხარ რომ იბრძოდნენ მაშინ ბათუმში სასაფლაოც კი არის რუსი სალდატები არიან დასაფლავებულები. თურქს რუსი ასი Yთავით მირჩევნია რაც არ უნდა იყოს და ზაზაც სწორს ამბობს ყველაფერს უბრალოდ რატომღაც პანიკაში ვარდებით და არ გინდათ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ .დასავლური პროპაგანდა ძლიერ მუშაობს რაც შეწიძლება გადაკიდონ ერთმანეთს ყოფილი საბჭოთა ერები დაშალე და იბატონეს პრინციპით
ბაბაია
18 აპრილი 2017 15:27
0
ჩემო ბიმო, შენ რომ ჩამოთვალე რუსეთის იმპერიის დანაშაულები ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, იმ ბოროტებებში კი ბატონო ნაწილი რუსეთის იპერიული ზრახვებითაა განპირობებული და ჩადენილი, მადრამ უმეტესობა ბოროტებისა მასონი-სიონისტების მიერრაა გაკეთებული. შენ ეს ძალიან კარგად იცი და განგებ ურევ ერთმანეთში, რადგან ეს საკუთარი ბოროტების სხვაზე გადაბრალების თქვენებური მეთოდი და ხერხია.
-თქვენ როცა ცდილობთ სიცრუით შეცდომაში შეიყვანოთ ადამიანები, ხართ ცილისმწამებლები და ცილისმწამებელთა სიბილწის ხარისხზე, ალბათ კარგად მოგეხსენება!
შოდა
18 აპრილი 2017 15:22
0
საოცარ სიბრიყვეებს საუბრობს ეს ადამიანი.სჯობს ისევ ფეხბურთზე ისაუბროს და სხა საკითხებს ნუ მიედ- მოედება, თორემ კიდევ ბევრ მარგალიტს მოაბნევს " მეგობარ" რუსეთზე.
გიორგი
18 აპრილი 2017 15:22
0
რა საჭიროა ასეთი პროვოკაციული სათაურის გაკეთება, ზაზა არ არის ისტორიკოსი და რაც უნდა ის ილაპარაკოს, ან ვინ იცის რა იქნებოდა, სხვანაირად რომ განვითარებულიყო ისტორიული პროცესები
თამაზი
18 აპრილი 2017 15:21
0
აქ მპოსტავ რუსეთუმეებს
ვინ ხართ რა სისხლი გიდუღთ ძარღვებში
მაინცამაინც დედები და შვილები უნდა გაგიუპატიურონ თვალწინ რომ დაიჯეროთ რუსეთი მტერია
რუებთან სიძულვილი ჩათესესო, შე უგუნურო შენა, 220 წელია გვერჩის და კიდევ სხვამ ჩათესა სიძულვილი?
ნიკოლოზი
18 აპრილი 2017 15:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული