...მაგრამ პოპულარულმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა გასაოცარი რამ გააკეთა - შეფობა აიღო რუსეთის სამოყვარულო ლიგაში მოასპარეზე, ქართული სახელწოდების მქონე კლუბ "ეგრისზე".
ეს გუნდი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ზონის მესამე დივიზიონში თამაშობს, 30 ტურის შემდეგ მე-3
საინტერესოა, რომ მოყვარულთა ლიგაში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მაგალითად - რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნები - რომან შიროკოვი და ალექსეი სმერტინი. "ეგრისის" წარმომადგენელი ლაშა ბასხოლიანი გახლავთ, გუნდის თავდამსხმელი კი 31 წლის ზურაბ შენგელიაა.
უტკინი ამბობს, რომ ამ საფეხბურთო კლუბის მართვასა და ფულის შოვნას საკუთარი პოპულარობით აპირებს.
"მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს არანაირი გადაწყვეტილებაც არ არის. ადამიანებისთვის, რომლებმაც ფეხბურთი შეიყვარეს, ეს უბრალოდ ცხოვრების სტილია.
თავიდან, როცა თქვენ ხართ მოზარდი და ახალგაზრდა, ფეხბურთს თამაშობთ. შემდეგ, მხოლოდ ზოგიერთ ჩვენგანს უმართლებს და ახერხებს კომენტატორობას, მაგრამ დგება დრო, როცა ერთი საშუალება გრჩებათ - მე, ევგენი გინერი, ლეონიდ ფედუნი და მსგავსები საფეხბურთო კლუბს ვაყალიბებთ. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
ეს მე ყოველთვის მინდოდა. თქვენ ყველას გინდათ გუნდი, რომელსაც "ჩემს გუნდს" უწოდებთ. ცსკა გინერამდეც არსებობდა, "სპარტაკი" - ფედუნამდე, მაგრამ ადამიანებს უნდა დაეხმარო. მე ზედმეტი ფული არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამ გუნდით ფულს გამოვიმუშავებ. ამ გუნდს ქართული სახელი, "ეგრისი" ჰქვია და რუსეთის სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობს. ეს სიტყვა რაღაცით გვაგონებს "აგრესიას", მაგრამ აბსოლუტურად სხვა შინაარსი აქვს", - ამბობს უტკინი ვიდეომიმართვაში.
ის ამბობს, რომ ჯერ კრედიტები არ გაუსტუმრებია, მაგრამ გუნდის შენახვას საკუთარი ცნობადობით, საკუთარი რესურსებითა და ბიზნესის მიზიდვით აპირებს. დარწმუნებულია, ამას "ინსტაგრამის" საშუალებით მოახერხებს და სპონსორებს მიიზიდავს. უტკინმა პირველ წარმატებას უკვე მიაღწია და სპორტული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ "ეგრისს" ეკიპირება აჩუქა.
უტკინმა ვეტერანი რუსი ფეხბურთელები, "მატჩ TV-ის" ტელეშოუს წამყვანები - ვალერი კარპინი და სერგეი იურანი გამოიწვია, რომლებიც ერთ-ერთ გუნდს წვრთნიან:
"აღიარეთ, რომ ბოლო ორი თვე სისულელეებით ხართ დაკავებულები. თქვენი გუნდი მალე დაიშლება. მე კი ნამდვილ ფეხბურთს წარმოვადგენ, მოსკოვის ქუჩის ფეხბურთს, ხოლო "ეგრისი" მათ შორის ყველაზე ცუდი ნამდვილად არ არის. თუ კაცები ხართ, მიიღეთ ეს გამოწვევა. ეს თქვენი შანსია და არა - ჩვენი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
odala
gulSematkivari
დავით 67
არ ვიცი რა ხნისა ხართ "ბავშვებო" მაგრამ დაგუგლეთ ან მოიძიეთ რას ამბობდა ევგენი ევტუშენკო ჯერ კიდევ 1990 წლამდის საქართველოზე, არ იყო ადამიანი იმაზე მეტად შეყვარებული საქართველოზე როგორც ევტუშენკო, მაგრამ როგორც კი აგვახიეს აფხაზეთი პოზიციაც შეიცვალა, ტონალობაც და ბოლოს ისი კი სთქვა რომ ბედნიერები არიან ქართველები და აფხაზებიო,ახალი რელაობა მოვიდა,ორივე თავ-თავის სახლში ცხოვრობსო. ეს კი იმიტომ სთქვა რომ აფხაზეთში მას სახლი და ინტერესები ჰქონდა, იმიტიომ რომ ასე სჭირდებოდა რუსულ პოლიტიკას.
იგივეა აქაც,ერთი პატარა სამოყვარულო კლუბიდან და უმნიშვნელო რამიდან იწყება ახალი "მეგობრულობის მტკიცებულობა" ცნობილ პირთა გამოყენებით. უტკინმა მტელი საქართველო რომაქოს და ადიდოს ,ყოველი ფეხბრუთელი მესიდ გამოაცხადოს, როგორც მინიმუმ ის უკვე ჩათრეულია,ასე რომ, ზედმეტად მიამიტები ნუ იქნებით. იმის არ იყოს, ჩვენ საქართველოს რას ვერჩოდით, სააკაშვილის გამო დავიწყეთ ომი და მის გამო წავართვით აფხაზეთ-ოსეთი საქართველოსო. ისე ამბობენ თითქოსდა ომი საერთოდ აზრდაც არ მოუვიდოდათ თავში რომარა სააკაშვილი.
ასე რომ, თუკი მეტიო გექნებათ ერუდირებულობა და ინფოზე წვდომა, უკეთესი იქნება.
შE კაი კაცო წნორის გუნდს ერქვა ,,მილანი" , ყოველ მეორე სიტყვაზე რუსულ ჟარგონს და ბარბარიზს ვხმარობთ ,ტელეწამყვანები და კორესპოდენტები რა ენაზე საუბრობენ ძნელი გასაგებია ხშირად, თბილისის ცენტრი ლამის წაიღოს უცხოურმა აბრებმა , კიდევ მრავალი ესეთი და მოსკოვში შექმნილ გუნდს რას დაარQმევენ , რა საგანგაშო ნახეთ ესეთი და ხეჩიკაშვილმა რა უნდა ქნას , მითხარი თუ ძმა ხარ ?!
თუ მარტო რუსული ტყვია კლავს ქართველს თქვენის აზრით , ან დანარჩენი მსოფლიო ჩვენი ჯავრით აღარაა ?