"სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
ევროთასები ნახევარფინალურ სტადიაზეა და მალე 2016/17 წლების სეზონიც დასრულდება. ზაფხულიდან კი სტარტს აიღებს ევროთასების ახალი, 2017/18 წლების სეზონი, რომელშიც კვლავ ჩაერთვებიან ქართული კლუბები.

ამ სეზონში საქართველო შარშანდელი საკლუბო რეიტინგით (8.125) სარგებლობს - 36-ე ადგილი ევროპაში (ახალი კიდევ უარესია - 6.375 და მე-40 ადგილი), რომლითაც ქართულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი და ევროპალიგაზე სამი კლუბით თამაშის უფლება აქვთ. ბუნებრივია, აქ საკვალიფიკაციო ეტაპი იგულისხმება.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს ქვეყანას ჩემპიონი "სამტრედია" წარადგენს, ხოლო ევროპალიგაზე - თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო", მე-2 ადგილოსანი "ჩიხურა"
და მე-3 ადგილზე გასული ბათუმის "დინამო" ითამაშებენ.

ჩემპიონთა ლიგა 2017/18: სამტრედია
რომელი ეტაპიდან
"სამტრედია" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. პირველ საკვალიფიკაციოზე სულ 5 წყვილი იქნება, ევროპის ყველაზე დაბალი საკლუბო რეიტინგის მქონე 10 ქვეყნის წარმომადგენლები II ეტაპის 5 საგზურისთვის იბრძოლებენ.

II საკვალიფიკაციო რაუნდში 34 კლუბი ითამაშებს, 29, "სამტრედიის" დარად, ამ ეტაპიდან იწყებს ევროთასებს, ხოლო 5 I საკვალიფიკაციოს გამარჯვებული გუნდია.

უკვე ცნობილია, რომ "სამტრედია", რომლის საკლუბო რეიტინგი მხოლოდ 1.525-ია, განუთესავთა შორის იქნება და ის 17 განთესილი გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება. "სამტრედიას" იმათგან, ვისი თამაშიც ამ ეტაპზე უკვე გარკვეულია, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.

სავარაუდო მეტოქეები
როგორც იცით, ჯერ არ დასრულებულა ლიგების უმეტესობა, თუმცა ბევრი მონაწილის ვინაობა ცნობილია. 29 კლუბიდან 18-ის ვინაობა ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, 11-იც მალე გაირკვევა.

განთესილთა შორის ყოფნა თეორიულადაც გარანტირებული აქვს შემდეგ კლუბებს: შოტლანდიურ "სელტიკს", დანიურ "კოპენჰაგენს", ბულგარულ "ლუდოგორეცს", ბელორუსის ბატე-ს, "მარიბორს" (სლოვენია), "ყარაბაღს" (აზერბაიჯანი), "მალმიოს" (შვედეთი), "ასტანას" (ყაზახეთი), "როსენბორგს" (ნორვეგია) და "ბეერ შევას" (ისრაელი).

ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუკი 19 ივნისის კენჭისყრაზე ეს გუნდები "სამტრედიას" ასცდებიან.

განთესილთა შორის მოხვედრის შანსი აქვთ ფჰ-ს (ისლანდია), "ჟილინას" (სლოვაკეთი) და "ჟალგირისს" (ლიტვა).

99%-ით განთესილი იქნება ავსტრიული "ზალცბურგი", რომელსაც უბრალოდ, ჯერ არ გაუნაღდებია ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ამისთვის მას მხოლოდ ქულა სჭირდება დარჩენილ მატჩებში. ჩათვალეთ, რომ "ზალცბურგიც" "სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეა.

ხორვატიაში "რიეკა" და ზაგრების "დინამო" იბრძვიან და გამარჯვებულიც II საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება განთესილი. განთესილი იქნება სერბეთის ჩემპიონიც - ან "პარტიზანი", ან "ცრვენა ზვეზდა".

პოლონეთის ჩემპიონი, რომლის დასახელებაც ახლა ძალიან ძნელია, იმდენად დაძაბული ბრძოლაა ლიდერებში, განთესილი იქნება, თუ ექსტრაკლასას "ლეხია" ან "იაგელონია" არ მოიგებს. "ლეხიას" არ აქვს ევროპული რეიტინგი და ის განუთესავი იქნება. მცირე რეიტინგი აქვს "იაგელონიას". აი, თუ ჩემპიონატი "ლეგიამ" ან "ლეხმა" მოიგო, მაშინ პოლონეთის ჩემპიონი განთესილი იქნება და ის "სამტრედიის" სავარაუდო მეტოქე იქნება.

გასარკვევია უნგრეთის ჩემპიონის ვინაობაც. კანდიდატი სულ ორია. თუ "ვიდეოტონი" გაიმარჯვებს, განთესილთა შორის იქნება, თუ "ჰონვედი" - მაშინ განუთესავი.

განთესილი იქნება მოლდოვის ჩემპიონიც, თუ დივიზია ნაციონალას "შერიფი" მოიგებს. თუ სხვა კლუბი, ის განუთესავი იქნება.

სავარაუდო განთესილების სია
ქვეყნები, სადაც ჩემპიონი გარკვეულია
სელტიკი - 42.785 *
კოპენჰაგენი - 37.800 *
ლუდოგორეცი - 34.175 *
ბატე - 29.475 *
მარიბორი - 21.125 *
ყარაბაღი - 18.050 *
მალმიო - 16.945 *
ასტანა - 16.800 *
როსენბორგი - 12.665 *
ჰაპოელი - 10.875 *
ფჰ - 6.175
ჟილინა - 5.850
ჟალგირისი - 5.825

ქვეყნები, სადაც ჩემპიონი გასარკვევია
ავსტრიის ჩემპიონი (ზალცბურგი - 40.570) *
ხორვატიის ჩემპიონი (რიეკა - 15.550 ან დინამო - 26.050) *
პოლონეთის ჩემპიონი (ლეგია - 28.450 ან ლეხი - 10.950, იაგელონია - 4.450, ლეხია - ურეიტინგო)
კვიპროსის ჩემპიონი (აპოელ - 26.210, აპოლონი - 10.710, აეკ - 6.210) *
სერბეთის ჩემპიონი (პარტიზანი - 16.075, ცრვენა ზვეზდა - 7.325) *
უნგრეთის ჩემპიონი (ვიდეოტონი - 8.650, ჰონვედი - 2.900)
მოლდოვის ჩემპიონი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონი შერიფი გახდება - 11.150)

* განთესვა გარანტირებულია

ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 11-12 და 18-19 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე ვფიქრობ სამტრედია მართლაც ბევრს მიაღწევს და გადალახავს ბალიერს და აი პლეოფამდე იმედია მივა
gura
09 ივნისი 2017 21:10
0
ტორპედოც ვერ გადალახავს პირველ ბარიერს!
გოგი ქუთაისელი
10 მაისი 2017 11:59
0
ლოგიკა გზაში დაკარგე? კობიაშვილმა მოკლა ფეხბურთი ხო, მაშინ როცა სხვები აშენებდნენ და ეს მოვიდა და სამტრედიას ასეთი საშინელი გუნდები შეახვედრა :)))
ტტტ-ს
10 მაისი 2017 11:38
0
heidzleba samtredia zogs sampdoria egonos ervropahi.saxelit mainc hevahinot hveni metoqeebi.D D D
S.P
10 მაისი 2017 11:22
0
ეს მეორე ეტაპია, და მანდ უკვე რეიტინგის მიხედვით წყდება. ჩვენ ქვეყანას და გუნდებს რა რეიტინგიც გვაქვს კი ვკიცით. სამწუხაროდ ობიექტურად სამტრედიას ჯალგირისის გარდა არავისთან არ აქვს შანსი ((
dato
10 მაისი 2017 10:55
0
ძალიან სამწუხაროა მაგრამ პრაქტიკულად 95% ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ პირველივე ეტაპიტად გამოვარდება. არცერთ ამ ჩამოთვლილ გუნდთან ახლოსაც კი არ არის სამტრედია არაფრით არც ფინანსებით, არც ფეხბურთელებით, არც ინფრასტრუქტურით, არც გამოცდილებითა და არც ისტორიით. ძალიან ძალიან უნდა გაგვიმართლოს რომ გავძვრედ პირველივე ეტაპზე.ძალიან სუსტია სამტრედია ამ სეზონში (რათქმაუნდა ჩემპიონთა ლიგისათვის).
dadu
10 მაისი 2017 10:34
0
სადღაა კობიაშვილი? გადაეცით მას, რომ წელსაც ნახავს ქართული ფეხბურთის დონეს
ტტტ
10 მაისი 2017 09:50
0
სამტრედია ბევრს მიახწევს ნუ ამას იმიტომ ვამბობ ქარტველი ვარ ტორე ქართველი რომ არ ვიყო ვიტკოდი სამტრედია ეგ რაღაა თქო ხომ ხვდებიტ)))
DDD
09 მაისი 2017 18:07
0
jalgirisi sheidzleba gavagdot mxolod. pirvel etapze aseti gundebi ar unda xvdebodes samtredias.. sharshan gabala sheaxvedres da ki icit rac moxda mteli evropis gundebs mougo gabalam da jgupshi shevida. ase ro pirvel etapze am donis gundi arunda xvdebodes. es imas nishnavs tavidanve ganwirulia samtredia
arcertan ar vaqvs 1 procentic shansi
09 მაისი 2017 17:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული