ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ევროპალიგაზე

AutoSharing Option
მალე 2016/17 წლების სეზონი დასრულდება და სტარტს აიღებს ევროთასების ახალი, 2017/18 წლების სეზონი. ჩვენ უკვე მოგითხრეთ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონ "სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეების შესახებ, ახლა ევროპალიგის ჯერია...

"სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოს ევროპალიგაზე სამი კლუბი წარადგენს: ქვეყნის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო", მეორე ადგილზე გასული საჩხერის "ჩიხურა" და ევროპალიგის პლეი ოფის გამარჯვებული ბათუმის "დინამო".

სამწუხაროდ, სამივე ქართული კლუბი ტურნირს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, რომლის კენჭისყრაც 19 ივნისს გაიმართება, ხოლო მატჩები 29 ივნისსა
და 6 ივლისს ჩატარდება.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 102 გუნდი და შესაბამისად, 51 წყვილია. გუნდები განითესებიან უეფას საკლუბო კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ქართულ კლუბებში ყველაზე მაღალი საჩხერის "ჩიხურას" აქვს - 3.025. შემდეგ მოდის ქუთაისის "ტორპედო" - 1.775 და ბათუმის "დინამო".

I საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 102 კლუბიდან 47-ის ვინაობა უკვე გარკვეულია. ამ გუნდებიდან "ჩიხურას" 28-ე რეიტინგი აქვს, იმერული კლუბი 20 გუნდზე წინაა. იმ გუნდებიდან, რომელთა ვინაობაც ჯერ არ დადგენილა (ჩემპიონატები არ დასრულებულა), დიდი ალბათობით, მოიძებნება 31, რომელთაც "ჩიხურაზე" უარესი რეიტინგი აქვს.

ასე რომ, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ "ჩიხურა" განთესილი იქნება, ხოლო "ტორპედო" და "ბათუმი" - განუთესავი. ასეთ შემთხვევაში "ჩიხურას" ამ ეტაპზე მონაწილე ყველა ასე თუ ისე ძლიერი გუნდი ასცდება.

სავარაუდო მეტოქეები
(ტოპ-15 საუკეთესო რეიტინგით)
1. თელ-ავივის "მაკაბი" (ისრაელი) - 23.375
2. "დინამო" მინსკი (ბელორუსი) - 10.975
3. ჰიკ (ფინეთი) - 10.530
4. აიკ (შვედეთი) - 9.945
5. გაბალა (აზერბაიჯანი) - 7.800
6. შახტიორი (ბელორუსი) - 7.475
7. სლოვანი (სლოვაკეთი) - 7.350
8. აბერდინი (შოტლანდია) - 6.785
9. ინტერი (აზერბაიჯანი) - 6.050
10. ვენტსპილსი (ლატვია) - 5.725
11. ოდი (ნორვეგია) - 5.665
12. ქაირათი (ყაზახეთი) - 5.550
13. რეიკიავიკი (ისლანდია) - 5.175
14. ნორკიოპინგი (შვედეთი) - 4.945
15. ნომე კალიუ (ესტონეთი) - 4.800

სერიოზული რეიტინგი არა აქვს, მაგრამ დაგვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი ძალაა შოტლანდიური "რეინჯერსი", რომელიც განთესილთა შორის იქნება.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ გუნდში, რომელთაც I საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევთ თამაში, ქართველი ლეგიონერები თამაშობენ. ბაქოს "ინტერსა" და ალმათის "ქაირათს" კი სულაც ქართველი თავკაცები ჰყავთ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მგონი შეცდომა არის რიცვებში იმიტომ რომ 29 ივნისი და 6 ივლისი წერია ევროპა ლიგის კვალიფიკაციის და ის მაინტერესებს რომელია სწორი 27 28 ივნისის და 4 და 5 ივლისი განმეორებითი ვინ მეტყვის?
gura
12 ივნისი 2017 00:23
0
19 კენჭისყრა იქნება ტელევიზორში და ლივებს ანახებ იმედია 29 ივნის ევროპის თამაშებს ან ტბილისში თუ იქნება თამაშები ფეხბურთის ფედერაცია ანახებს იმედია
gura
10 ივნისი 2017 23:37
0
მე მჯერა, რომ ისეთი ტრადიციული გუნდები, როგორიცაა ქუთაისის ტორპედო და ბათუმის დინამო პირველ ეტაპზე მაინც არ შეირცხვენენ თავს და წარმატებებს ვუსურვებ მათ. აი ჩიხურას კი კარგი შემადგენლობა ჰყავს, უკვე გამოცდილი და მათაც წარმატებას ვუსურვებ, თუმცა გასული წლის საქციელი ჯერ კიდევ გამოსასყიდი აქვთ.
gizog
13 მაისი 2017 12:46
0
ეტყობა კოვალტიუკს არც სიგარეტი და არც ლუდი უყვარს. კიც გააქვს ბურთები. ტორპედომ კი 30 წელი ვერ მოძებნა ნორმალური შემტევი, არც აქვს ინტერესი მისი პოვნის!
გოგი ქუთაისელი
12 მაისი 2017 11:50
0
რა აზრი აქვს მარჩიელობას ამ ეტაპზე? ჯერ სანახევროდაც არაა გარკვეული, ვინ რომელ ეტაპზე დაიწყებს.

წელს ჩვენი გუნდები ბევრად წინ წავლენ, ვიდრე შარშან - დაძაბულმა ჩემპიონატმა შედეგი რომ არ გამოიღოს, შეუძლებელია!!!
კოტე
11 მაისი 2017 22:03
0
რა აზრი აქვს ვინ შეგვხვდება?! ვერც ერთი ქართული კლუბი პირველ ბარიერს ვერ გადალახავს. თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ: დღევანდელი ქართული ფეხბურთი უდაბლესი დონისაა და ვერც ერთ მეტოქეს კონკურენციას ვერ გაუწევს
დათო
11 მაისი 2017 21:31
0
შემადგენლობას გადახედეთ რაც შარშან იყვნენ წელსაც იგივე შედეგიც იქგივე იქნება აბა რა იქნება
xxx
11 მაისი 2017 21:18
0
რაიმე მნიშვნელობა აქვს პირველ საკვალიფიკაციოზე მეტოქე ვინ გვეყოლება....?!
svan
11 მაისი 2017 19:32
0
ის კლუბები რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გამოვიდდნენ ამ ზაფხულს ეროვნულ ლიგაში რომელ ადგილებზე არიან დააკვირდით.ევროპალიგაზე გასასვლელი კლუბები ბოლო ოთხეულშია ეროვნულ ლიგაზე
zura
11 მაისი 2017 19:04
0
კი არ ვისწავლოთ, ნუ ეზარებათ სირბილი ფეხბურთელებს, ნაკლები მოწიონ და ნაკლები ალკოჰოლი მიიღონ
ქუთაისელს
11 მაისი 2017 18:09
0

სიახლეები პოპულარული