ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ევროპალიგაზე

AutoSharing Option
მალე 2016/17 წლების სეზონი დასრულდება და სტარტს აიღებს ევროთასების ახალი, 2017/18 წლების სეზონი. ჩვენ უკვე მოგითხრეთ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონ "სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეების შესახებ, ახლა ევროპალიგის ჯერია...

"სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოს ევროპალიგაზე სამი კლუბი წარადგენს: ქვეყნის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო", მეორე ადგილზე გასული საჩხერის "ჩიხურა" და ევროპალიგის პლეი ოფის გამარჯვებული ბათუმის "დინამო".

სამწუხაროდ, სამივე ქართული კლუბი ტურნირს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, რომლის კენჭისყრაც 19 ივნისს გაიმართება, ხოლო მატჩები 29 ივნისსა
და 6 ივლისს ჩატარდება.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 102 გუნდი და შესაბამისად, 51 წყვილია. გუნდები განითესებიან უეფას საკლუბო კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ქართულ კლუბებში ყველაზე მაღალი საჩხერის "ჩიხურას" აქვს - 3.025. შემდეგ მოდის ქუთაისის "ტორპედო" - 1.775 და ბათუმის "დინამო".

I საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 102 კლუბიდან 47-ის ვინაობა უკვე გარკვეულია. ამ გუნდებიდან "ჩიხურას" 28-ე რეიტინგი აქვს, იმერული კლუბი 20 გუნდზე წინაა. იმ გუნდებიდან, რომელთა ვინაობაც ჯერ არ დადგენილა (ჩემპიონატები არ დასრულებულა), დიდი ალბათობით, მოიძებნება 31, რომელთაც "ჩიხურაზე" უარესი რეიტინგი აქვს.

ასე რომ, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ "ჩიხურა" განთესილი იქნება, ხოლო "ტორპედო" და "ბათუმი" - განუთესავი. ასეთ შემთხვევაში "ჩიხურას" ამ ეტაპზე მონაწილე ყველა ასე თუ ისე ძლიერი გუნდი ასცდება.

სავარაუდო მეტოქეები
(ტოპ-15 საუკეთესო რეიტინგით)
1. თელ-ავივის "მაკაბი" (ისრაელი) - 23.375
2. "დინამო" მინსკი (ბელორუსი) - 10.975
3. ჰიკ (ფინეთი) - 10.530
4. აიკ (შვედეთი) - 9.945
5. გაბალა (აზერბაიჯანი) - 7.800
6. შახტიორი (ბელორუსი) - 7.475
7. სლოვანი (სლოვაკეთი) - 7.350
8. აბერდინი (შოტლანდია) - 6.785
9. ინტერი (აზერბაიჯანი) - 6.050
10. ვენტსპილსი (ლატვია) - 5.725
11. ოდი (ნორვეგია) - 5.665
12. ქაირათი (ყაზახეთი) - 5.550
13. რეიკიავიკი (ისლანდია) - 5.175
14. ნორკიოპინგი (შვედეთი) - 4.945
15. ნომე კალიუ (ესტონეთი) - 4.800

სერიოზული რეიტინგი არა აქვს, მაგრამ დაგვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი ძალაა შოტლანდიური "რეინჯერსი", რომელიც განთესილთა შორის იქნება.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ გუნდში, რომელთაც I საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევთ თამაში, ქართველი ლეგიონერები თამაშობენ. ბაქოს "ინტერსა" და ალმათის "ქაირათს" კი სულაც ქართველი თავკაცები ჰყავთ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მგონი შეცდომა არის რიცვებში იმიტომ რომ 29 ივნისი და 6 ივლისი წერია ევროპა ლიგის კვალიფიკაციის და ის მაინტერესებს რომელია სწორი 27 28 ივნისის და 4 და 5 ივლისი განმეორებითი ვინ მეტყვის?
gura
00:23 12-06-2017
0
19 კენჭისყრა იქნება ტელევიზორში და ლივებს ანახებ იმედია 29 ივნის ევროპის თამაშებს ან ტბილისში თუ იქნება თამაშები ფეხბურთის ფედერაცია ანახებს იმედია
gura
23:37 10-06-2017
0

სიახლეები პოპულარული