გია ცეცაძე: ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა - "ყარაბაღზე" ძლიერებიც იყვნენ!

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო I და II ეტაპების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულ "სამტრედიას" მეტოქედ აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" ერგო.

- "სამტრედიის" პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

Sportall.ge "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა.

"ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა. შესაძლო მეტოქეებში "ყარაბაღზე" ბევრად ძლიერი კლუბებიც იყვნენ და შესაძლებელი იყო, თამაში მათთან გვქონოდა.

ტრანსფერებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე", - გვითხრა ცეცაძემ.

მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გია ბატონო გეთანხმები, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს და ვიფიქროთ მოგებებზე, თუ წაგებებზე ვიქნებით შეგუებულები და წინასწარ დავყრით ფარ-ხმალს ასე წინ ვერ წავალთ. ვისაც არ სჯერა, ქართული ფეხბურთის ნუ შემოდიხართ და ნუ აფრქვევთ თქვენს "სიბრძნე"-ს. აცალეთ ბიჭებს თამაში, მათ მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება, ხომ გქონდა შემთხვევა გორის "დილა"-მ ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშევი ქეცბაიას კვიპროსული გუნდი რომ გამოაგდო. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე უნდა ვიფიქროთ და ვწეროთ და ბიჭებიც ასე უნდა განვაწყოთ გამარჯვებებისთვის. გთხოვთ ბატონებო თამაშების წინ თავი შევიკავოთ ნეგატიური და პესიმისტური პროგნოზებისა და კომენტარებისგან. ერთა ფეხბურთელებთან ერთად ვიბრძოლოთ ევროპაში თუნდაც ზოგიერთი, მაგრამ დიდათ სასურველი გამარჯვებისთვის
gizog
20 ივნისი 2017 09:55
0
ragas uyurebt ra codvas mosayvani ukve mokvanili unda iyos vin gavamxneot beriahvilit unda mougot yarabags patroni arayavs mag guds an agar ainteresebt aba ese rogor heileba moyvaneben mere vigacas micurulhi da ityvian heutamahebeli iyoo kai ra
goli
20 ივნისი 2017 07:21
0
მოდით ყველამ მოგებაზე და ჩვენი გუნდის მხარდაჭერაზე ვიფიქროთ, ფხბურთელები გავამხნევოთ, თუ მოვინდომებთ გავიმარჯვებთ კიდეც.
გია
20 ივნისი 2017 00:18
0
ამ 4 გუნდიდან მაქსიმუმ 1 თი თუ გადალახავს 1 ლ ეტაპს სამწუხარო რეალობაა :-( ისე ცეცადძეს ურჩევნია ტყუილ ბაქი ბუქს თავი დაანებოს სამტრედიას მიზერული შანსიც კი არ აქვს ყარაბახთან, თუ დაავიწყდა შარშანდელი გაბალა ???
დათო
19 ივნისი 2017 23:56
0
მე მაინც მგონია რომ არ შევრცხვებით.წინასწარ ასე პესიმისტურადაც ნუ განვეწყობით გულშემატკივრებო.
პაატა
19 ივნისი 2017 23:38
0
სამტრედია უშანსოდ არის სამწუხაროდ
gio
19 ივნისი 2017 22:18
0
ჩვენი უპირატესობაა გაგანია სეზონი. რა დროს ლეგიონერებია.
haha
19 ივნისი 2017 19:35
0
სამტრედიას და ყველა ქართულ გუნდს წარმატებას ვუსურვებ! მაგრამ ვერცერთი ვერ გავა შემდეგ ეტაპზე, რადგან ყველა უცხოური გუნდი უფრო ძლიერია ჩვენს გუნდებთან შედარებით. მათ უკეთესი სტადიონები, ბაზები, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, უფრო დიდი ბიუჯეტი, უფრო მაღალი კლასის და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ყავთ და უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში მონაწილეობენ. ასე რომ რეალობა ასეთია და გული არ უნდა დაგვწყდეს. როდესაც ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდება, ქართული გუნდები გაძლიერდებიან და საქართველოში ფეხბურთელობა პრესტიჟული პროფესია გახდება მერე შეიძლება ევროპულ სარბიელზე წარმატებაზე ფიქრი.
ლუკა
19 ივნისი 2017 17:21
0
ღმერთმა ქნას მოვიგოთ, ისე დაახლოებით 4-0 წავაგებთ პირველ თამაშს, ნეტა ვცდებოდე
იური
19 ივნისი 2017 17:20
0
ნეტარ არიან მორწმუნენი სამტრედსკი
koka
19 ივნისი 2017 16:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული