"ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ყაზბეგ თუაევი azerisport.com-ს ესაუბრა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია"-"ყარაბაღის" მეტოქეობაზეც ისაუბრა.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

ჩანს, რომ ბატონი ყაზბეგი, რომელიც თავის დროზე სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა დროს კი ბაქოს "ნეფთჩისა" და ეროვნულ ნაკრებსაც წვრთიდა, ერთობ ცუდი აზრისაა როგორც საქართველოს ჩემპიონზე, ისე მთლიანად დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე...

- ევროთასებზე მეტოქეებს თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანულ გუნდებს მათი ბარიერის იოლად დაძლევა არ
უნდა გაუჭირდეთ. ეგღა გვაკლია, სასტარტო რაუნდებიდან გამოვარდნენ. ყველა თვალსაზრისით, ჩვენ მაღლა ვდგავართ მათზე.

- ფინანსურად...
- ასე ნუ ვიტყვით. თუმცა, სინამდვილეში ასეცაა. განსაკუთრებით ეს "ყარაბაღს" ეხება, რომელმაც იოლად უნდა გაიაროს "სამტრედია". სხვაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

- აგდამური გუნდის მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი და კაპიტანი რაშიდ სადიხოვი კი უფრთხიან მეტოქეს...
- ეს მათი საქმეა, მაგრამ თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ.

- ნუთუ საქართველოს ჩემპიონებისგან სიურპრიზს სულ არ უნდა ველოდეთ?
-  მათ დიდი ხანია ამოწურეს თავიანთი სიურპრიზები. დღეს აზერბაიჯანული ფეხბურთი აღემატება ქართულს. თუმცა პატივს ვცემ ქართულ ფეხბურთს, მის მდიდარ ტრადიციას...

- წლების წინ ის ჩვენთვის სამაგალითო იყო, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი უკეთესია. ეგ კი არა, აზერბაიჯანის ნაკრებიც მაღლაა რეიტინგში...
- რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს წინსვლა. ხოლო იმაზე, საქმე ცუდად რომ აქვთ, უმჯობესია, ქართველებმა თავად იფიქრონ. მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთულ კლუბებში გამოდიან, თუმცა საკლუბო ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, ჩამოგვრჩება.
მკითხველის კომენტარები / 57 /
ამ ხალხმა სწოორედ დაიწყეს საქმის კეთება და დღეს უეჭველი ჳვენზე წინ არიან. სრ თქვათ ეხლა ბევრი ფული აქვთო!!! ფულთან ერთად ტვინიც და ფეხბურთის სიყვარულიც ჩვენზე მეტი აქვთ. ნახეთ დასწრება თამაშებზე და მიხვდებით რო სწორად დათესეს ჩვენგან განსხვავებით და ხო ხედავთ უკვე მკის ამბიციაც ააქვთ. არა და ჩვენზე წინ არიან. კაროჩე მაგარ .... ვართ. და არ იფიქროთ რო რამე გვეშველება. სანამ ძირში ჯამრთელ საძირკველს არ ჩავყრით შანსი არ გვაქ. მარა ეს ამბიციები მაინც რო გვაქ მაგი მაცოფებს. რას ვაკეთებთ რო მოვითხოვთ?! არაფერს ხალხო არაფერს
ფსევდო
25 ივნისი 2017 01:32
0
რაა ტყუილს ამბობს ეს კაცი?სად გვაქ ჩვენ ფეხბურთი?ის რასაც ჩვენი გუნდები თამაშობენ ფეხბურთი არაა.ესაა წვალება.უაზრო და დამდგარ ფეხბურთს დღეს მარტო ჩვენთან თამაშობენ.
გოგა
24 ივნისი 2017 19:53
0
მართალია ეს კაცი რა სუპრიზებს უნდა ელოდო ქართული კუბისგან დიდიხანია ამოწურეს სურპრიზები ყოველი სეზონი უკვე 25 წელია იქნებ რაღაცა მაგრამ უკან უკან მიდის და რა სუპრიზებს უნდა ელოდო ობიექურია ეს კაცი
miSha
24 ივნისი 2017 19:47
0
ტუაევი და მისნაირი ხალხი რას როგორ ამბობს და ფიქრობს სულ ერთ ადგილზე მკიდია.აქ სამწუხარო ისაა ,რომ ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთ სიტუაციაშია დამნაშავენი ჩვენა ვართ სუყველა ,განსაკუთრებით ყველა ის ადამიანი რომლებსაც ყველაზე დიდი სიტყვა ეთქმის და ეთქმოდა ქართულ ფეხბურთში სწორედ ამ ხალხის ყვარყვარეობამ და მუცელღმერთობამ ქნა ის რომ ხელისუფალნი და ყველა ფეხბურთის არმცოდნი ხალხი აფათურებდნენ ხელს ფეხბურთის საქმეებში.ამის შედეგი კი სახეზეა.ახლანდელი სსფ-ს ხელმძღვანელობა ჩემის აზრით სწორ გზაზეა, მაგრამ პრიორიტეტები ერევა და თუ ასე გააგრძელეს სანუკვარ შედეგს ვერ მივიღებთ ,ფული კი ისევ უმიზნოდ დაიხარჯება.აქვე მინდა დავამატო და ვთქვა ,რომ მესმის მათიც ,მათ უნდათ ხალხს დაანახონ,რომ საქმეს აკეთებენ,კლუბებს ეხმარებიან თანხებით ,აქეთ ნაკრებები და აშ,მაგრამ ეს ყოველივე ბლეფია. მათ უნდა ეყოთ გამბედაობა და ხალხს უნდა უთხრან ის სიმართლე რასაც ხალხი თვითონაც მშვენივრად ხედავს.არანაირი ნორმალური საქეხბურთო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში ,აქ ერთი და თუნდაც ორი კლუბი საქმეს ვერ უშველის.ჰოდა ბატონო იმ თანხების 70-80 პროცენტი უნდა მოხმარდეს ამ იმფრასტრუქტურების შექმნასა და საქეხბურთო კადრების მომზადება გადამზადებას.ამას კი შედეგი უცილობლად მოჰყვება.რაც შეეხება აზერბაიჯანს მათმა კი შეუქმნეს კლუბებს შედარებით ნორმალური პირობები მაგრამ ძირითადად ფულს მოწვეულ ფეხბურთელებში ხარჯავენ ეს კი შეიძლება ამ ეტაპზე რაღაც წინსვლაა მაგრამ სამომავლოდ მათ უცილობლად ჩიხში შეიყვანს.
vep1963
24 ივნისი 2017 18:08
0
რა თქმა უნდა სიმართლეა რასაც ეს მთხლე ამბობს, მაგრამ რატომაა რომ ასეთი უდიერი დამოკიდებულება მეტოქის მიმართ მხოლოდ აზერებს და თურქებს აქვთ? პირველად ხომ არ ხდება არა რომ აზერები ასე ლაპარაკობენ ჩვენზე. აზერებზე უკეთეს ევროპულ გუნდებსაც შევხედრილვართ მაგრამ არავის არ დაუწყია დაცინვა ჩვენზე, ჩვენების მხრიდანაც არ მახსოვს მეტოქისადმი უდიერი დამოკიდებულება (არც ერთ სპორტის სახეობაში). თურქ-აზერებს კი ღირსება არ გააჩნიათ, პატივისცემა რა არის წარმოდგენაც არა აქვთ, ამიტომაც იქნებიან ყოველთვის ღორები, ვერც ნავთი უშველის და ვერც ალაჰი.
meocnebe ixvi
24 ივნისი 2017 17:25
0
უნამუსო ვიყო მართალია ეს კაცი
რეზო
24 ივნისი 2017 13:55
0
ეს ეტყობა თავის დროზე მაგრა გაამწარეს ქართველებმა (რაც სრულიად ლოგიკურია) და ახლა ანთხევს ბოღმას! ვინც მაგის გუნდს ბურთი თავზე არ დაახიოს და ისე არ ........
nugo
24 ივნისი 2017 13:31
0
აზერბაიჯანელებიც რო დაგვცინიან, აფსუს!!!
lika
24 ივნისი 2017 12:48
0
Ise am azeris sitkvebma ki ar unda gagvabrazos unda dagvapikros!
Irakli
24 ივნისი 2017 12:47
0
რას ამბობ იუზგარ. ღირსები ხართ პირველივე თამმაშში დაგაკარგინოთ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი
gia
24 ივნისი 2017 12:46
0

სიახლეები პოპულარული