ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების გარდა, კომპლექსში მოეწყობა 100 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო, სპორტსმენების ვარჯიშისა და დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოცულობითი ტერიტორია პარკინგისთვის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაათვალიერა და მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
"ეს არის ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
სპორტული ბაზის მშენებლობა გასული წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ელექტრომშენმა" ვალდებულება არ შეასრულა. ამის გამო მასთან ხელშეკრულება შეწყდა. საინტერესოა, რომ "ელექტრომშენის" ანგარიშზე ბათუმის მერიამ 2 მილიონი ლარი ავანსად ჩარიცხა, რაც გარანტორი ბანკისგან შემდეგ უკანვე დაიბრუნა.
ახალ ტენდერში პროექტის განხორციელების უფლება შპს "მონოლითი 2005"-მა მოიპოვა და მშენებლობას ამჯერად სწორედ ეს კომპანია ახორციელებს. საინტერესოა, რომ ინდივიდუალური სკამები უკვე შეიძინეს და მის დამონტაჟებას მალე დაიწყებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"