"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია" აგდამის (აზერბაიჯანი) "ყარაბაღს" შეხვდება. საქართველოს ჩემპიონი 11 ივლისს სტუმრად ითამაშებს, 18-ში კი "დინამო არენაზე" მიიღებს მეზობელი ქვეყნის უძლიერეს კლუბს...

"სამტრედიის" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 1-ლი ივლისიდან გუნდს 3 მოთამაშე დატოვებს: მეკარე ნიკა დაუშვილი, ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი და თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი. ჯერ მხოლოდ ორი ახალწვეული ჰყავთ - ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და ქობულეთის "შუქურას" მეკარე ილია სტურუა. მაგრამ შალამბერიძის თქმით, უახლოეს პერიოდში შევსებას ელიან და თან - არც ისე ურიგოს.

25 ივნისს საქართველოს
მოქმედი ჩემპიონი თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბა, სადაც 3 დღე მოემზადება, ხოლო 28 ივნისიდან მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ან ტრაბზონში 11-დღიან შეკრებაზე გააგრძელებს სამზადისს.

მოგეხსენებათ, მალე საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქედან გამომდინარე, სპორტულ ბაზებს მისი მონაწილე ნაკრებები დაიკავებენ, გუნდის მოსამზადებლად საკმარისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კი საქართველოში არ არის.

ხანმოკლე შეკრებისას, "სამტრედია" ერთ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს, სავარაუდოდ - 4 ან 5 ივლისს, 9 ივლისს კი აზერბაიჯანში ჩაფრინდება, სადაც 11-ში "ყარაბაღთან" ითამაშებს. კლუბის ხელმძღვანელობა ახალწვეულთა დამატებას სწორედ შეკრების პერიოდში აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
Vinaa es gudatu vigaca ra nihieri xar bihoo . Azrzee vavfe ar xar da nu cer am samarcxvino ragaceebs mecodebii
Davit
27 ივნისი 2017 12:33
0
აშკარად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რა არ იცოდნენ რო საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშო ექნებოდათ? თავიდანვე უნდა გაეძლიერებინათ გუნდი და ჩემპიონატის განმავლობაში სასურველი შემადგენლობა დაეყენებინათ, მერე დააბრალებენ მწვრთნელს,ფეხბურთელებს,ეკონომიურ მდგომარეობას, თუ ამბიცია და ჯიგარი არ გაქვთ გამოაცხვეთ ხაჭაპური და თავს მაინც ნუ დავიმცირებთ.......
levani
26 ივნისი 2017 17:30
0
მოიცა მოიცა, ამ გაზაფხული შემოდგომის სისტემაზე მაგიტო არ გადავედით რო გახურებულები ვიქნებოდით და შეკრება რაღატოა საჭირო
giga
26 ივნისი 2017 17:04
0
ისე ყველაფერი უკუღმართად ჩვენთან რატომ უნდა ხდებოდეს,ჩემპიონი გუნდი იმის მაგივრად რომ ძლიერდებოდეს ევროპული თამაშების წინ,პირიქით იშლება.იმის მაგივრად შარშანდელი შეთამაშებული გუნდი უფრო გაძლიერებულიყო....ან ესენიც რომ გარბიან, სად გარბიან.მორჩეს ევროპის თამაშები და....ყველას წარმატებები
კახა ქირია
26 ივნისი 2017 16:37
0
Martali xar ia getanxmebi
beso
26 ივნისი 2017 16:24
0
საბანაძეს რა უნდა გუნდში სადაც მივიდა ყველგან გამოაგდეს, ბუდუ რატო გაუშვიეს??ცოტა მეტი გადაეხადათ და შეინარჩუნებდნენ, აი ასეთი საქციელების მერე ყარაბახთAნ სირცხვილი არ გაგიკვირდეთ....სირცხვილი ქართულო ფეხბურთო
ia
26 ივნისი 2017 14:47
0
რეკლამა გაწიეთ
გელა
26 ივნისი 2017 14:42
0
რომანდროს.... იმედია ხუმრობ და სერიოზულად არ მივიგე შენი კომენტარი..
vaxo
26 ივნისი 2017 14:11
0
rao rao? beriashvils da sabanazes raunda gundshio? aba meti uketesi chvens chempionatshi vin unda gyavdet gundshi? orive ert erti gamorcheuli fexburtelebia chves chempionatshiii..
romandro
26 ივნისი 2017 13:49
0
კაცს ვერ ატყუებს,გოლი ვერ გააქ, კარში ვერ ურტყავს---ესეთი თავდამსხნელი რაში გჭირდებათ გუნდში??? იქნებ გაუშვათ სხვაგან ის კაცი...ცეცა თავდასხმას მიხედე კარგო მწვრთნელო.
vaxo
26 ივნისი 2017 13:40
0

სიახლეები პოპულარული