"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია" აგდამის (აზერბაიჯანი) "ყარაბაღს" შეხვდება. საქართველოს ჩემპიონი 11 ივლისს სტუმრად ითამაშებს, 18-ში კი "დინამო არენაზე" მიიღებს მეზობელი ქვეყნის უძლიერეს კლუბს...

"სამტრედიის" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 1-ლი ივლისიდან გუნდს 3 მოთამაშე დატოვებს: მეკარე ნიკა დაუშვილი, ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი და თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი. ჯერ მხოლოდ ორი ახალწვეული ჰყავთ - ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და ქობულეთის "შუქურას" მეკარე ილია სტურუა. მაგრამ შალამბერიძის თქმით, უახლოეს პერიოდში შევსებას ელიან და თან - არც ისე ურიგოს.

25 ივნისს საქართველოს
მოქმედი ჩემპიონი თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბა, სადაც 3 დღე მოემზადება, ხოლო 28 ივნისიდან მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ან ტრაბზონში 11-დღიან შეკრებაზე გააგრძელებს სამზადისს.

მოგეხსენებათ, მალე საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქედან გამომდინარე, სპორტულ ბაზებს მისი მონაწილე ნაკრებები დაიკავებენ, გუნდის მოსამზადებლად საკმარისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კი საქართველოში არ არის.

ხანმოკლე შეკრებისას, "სამტრედია" ერთ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს, სავარაუდოდ - 4 ან 5 ივლისს, 9 ივლისს კი აზერბაიჯანში ჩაფრინდება, სადაც 11-ში "ყარაბაღთან" ითამაშებს. კლუბის ხელმძღვანელობა ახალწვეულთა დამატებას სწორედ შეკრების პერიოდში აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
Vinaa es gudatu vigaca ra nihieri xar bihoo . Azrzee vavfe ar xar da nu cer am samarcxvino ragaceebs mecodebii
Davit
12:33 27-06-2017
0
აშკარად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რა არ იცოდნენ რო საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშო ექნებოდათ? თავიდანვე უნდა გაეძლიერებინათ გუნდი და ჩემპიონატის განმავლობაში სასურველი შემადგენლობა დაეყენებინათ, მერე დააბრალებენ მწვრთნელს,ფეხბურთელებს,ეკონომიურ მდგომარეობას, თუ ამბიცია და ჯიგარი არ გაქვთ გამოაცხვეთ ხაჭაპური და თავს მაინც ნუ დავიმცირებთ.......
levani
17:30 26-06-2017
0

სიახლეები პოპულარული