კონსტანტინ ფროლოვი: "იაგელონია" ტიპური პოლონური გუნდია

AutoSharing Option
თვეზე ოდნავ მეტია, რაც ბათუმის "დინამოს" უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი წვრთნის.

მან ამ პოსტზე ლევან ხომერიკი შეცვალა, რომლის თავკაცობითაც ბათუმელებმა გარდამავალი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს და ევროტურნირების საგზური მოიპოვეს.

აჭარულ დინამოს ევროპა ლიგაზე შესაძლებელი მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეხვდა - პოლონური "იაგელონია".

- ჩემპიონატში საკმაოდ ჩამოვრჩით [მერვე ადგილი], მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება დავხვეწოთ თამაში.

- "იაგელონიასთან" თამაშს რამდენად მომზადებულნი ხვდებით? თუ არის გუნდში დანაკლისი?
- ტ
რავმა არავის არ აქვს. ჩვეულებრივ ვემზადებით, ტაქტიკურ ვარიანტებზე ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, მეტოქის სუსტ თუ ძლიერ მხარეებსაც ვითვალისწინებთ.

- "იაგელონია" რითი გამოირჩევა?
- საკმაოდ ძლიერი გუნდია და ბოლო ტურამდე იბრძოდა პოლონეთის ჩემპიონობისთვის. უყვართ გრძელი პასები და ორთაბრძოლებში ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. ათლეტური ფეხბურთელებიც ჰყავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ტიპური პოლონური გუნდია.

- ბათუმის "დინამოს" თამაშში ყველაზე მეტად რა პრობლემებს ხედავთ?
- უნდა მოვუმატოთ შეტევაში სიმწვავეს. გუნდის თამაში უფრო ორგანიზებული უნდა გახდეს და ეს ეფუძნება სწორედ დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადასვლას და პირიქით, შეტევიდან დაცვაში. ამ მხრივ ბევრი ხარვეზია.

- ახალწვეულებზე გკითხავთ, თუ რამდენად არიან ფორმაში ბექა მახარაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი...
- მახარაძემ ბოლო ორი მატჩი ჩაატარა. ცენტრალური მცველისთვის მართლაც კარგი თვისებები აქვს. ბრწყინვალე პირველი პასით გამოირჩევა. რაც შეეხება გრიგალაშვილს, აქვს პოტენციალი და ორიგინალური მოქმედებები ახასიათებს, მაგრამ სასურველ ფორმაში ჯერ ვერ არის.

- მთლიანობაში, საქართველოს ეროვნული ლიგა რამდენად მოგწონთ?
- რაც ვნახე, ურიგო თამაშები არ არის. ჯერ დიდი ხანი არაა, რაც ბათუმის "დინამოში" ვმუშაობ, ამიტომ ზედმეტად ვერც კარგად შევაფასებ და ვერც - ცუდად. დრო გვაჩვენებს.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს ვუსურვებ ბათუმის დინამოს ევრო სარბიელზე ყველა სხვა ქართულ კლუბებთან ერთად. ბრძოლა მუდამ შეიძლება და არც მოგებაა გამორიცხული.
gizog
17:47 28-06-2017
0
ეს კი პოლონელების სიძლიერეზე ლაპარაკობს,აბა ვის უნდა ეთამაშონ? საქართველოს რომელიმე რაიონის გუნდს ხო არ გამოუყვანდნენ?აი ეხლა ვნახავთ რისი გამკეთებლები ხართ
krazana
10:12 29-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული