მან ამ პოსტზე ლევან ხომერიკი შეცვალა, რომლის თავკაცობითაც ბათუმელებმა გარდამავალი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს და ევროტურნირების საგზური მოიპოვეს.
აჭარულ დინამოს ევროპა ლიგაზე შესაძლებელი მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეხვდა - პოლონური "იაგელონია".
- ჩემპიონატში საკმაოდ ჩამოვრჩით [მერვე ადგილი], მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება დავხვეწოთ თამაში.
- "იაგელონიასთან" თამაშს რამდენად მომზადებულნი ხვდებით? თუ არის გუნდში დანაკლისი?
- ტ
- "იაგელონია" რითი გამოირჩევა?
- საკმაოდ ძლიერი გუნდია და ბოლო ტურამდე იბრძოდა პოლონეთის ჩემპიონობისთვის. უყვართ გრძელი პასები და ორთაბრძოლებში ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. ათლეტური ფეხბურთელებიც ჰყავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ტიპური პოლონური გუნდია.
- ბათუმის "დინამოს" თამაშში ყველაზე მეტად რა პრობლემებს ხედავთ?
- უნდა მოვუმატოთ შეტევაში სიმწვავეს. გუნდის თამაში უფრო ორგანიზებული უნდა გახდეს და ეს ეფუძნება სწორედ დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადასვლას და პირიქით, შეტევიდან დაცვაში. ამ მხრივ ბევრი ხარვეზია.
- ახალწვეულებზე გკითხავთ, თუ რამდენად არიან ფორმაში ბექა მახარაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი...
- მახარაძემ ბოლო ორი მატჩი ჩაატარა. ცენტრალური მცველისთვის მართლაც კარგი თვისებები აქვს. ბრწყინვალე პირველი პასით გამოირჩევა. რაც შეეხება გრიგალაშვილს, აქვს პოტენციალი და ორიგინალური მოქმედებები ახასიათებს, მაგრამ სასურველ ფორმაში ჯერ ვერ არის.
- მთლიანობაში, საქართველოს ეროვნული ლიგა რამდენად მოგწონთ?
- რაც ვნახე, ურიგო თამაშები არ არის. ჯერ დიდი ხანი არაა, რაც ბათუმის "დინამოში" ვმუშაობ, ამიტომ ზედმეტად ვერც კარგად შევაფასებ და ვერც - ცუდად. დრო გვაჩვენებს.
მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით