კონსტანტინ ფროლოვი: "იაგელონიას" სუსტი მხარეები კარგად შევისწავლეთ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა დღეს, 29 ივნისს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამო" ხვალ, ქუთაისში, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბიალისტოკის "იაგელონიის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

"კარგად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის. ყველა მოთამაშე ჯანმრთელია და მზად ვართ, საქართველო ღირსეულად წარვადგინოთ.

სათამაშო ფორმის მხრივ დიდი პრობლემები არ გვაქვს. მეტოქე კარგად შევისწავლეთ, ვიცით მათი სუსტი მხარეების შესახებ. "იაგელონია" ძლიერი გუნდია, ყველა პოზიციაზე კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, განსაკუთრებით კი წინა ხაზს გამოვყოფდი. კარგი ფეხბურთელია ტარას რომანჩუკი,
რომელიც შეტევებს ძალიან ამწვავებს.

ბათუმში რომ ვთამაშობდეთ, ჩვენი გულშემატკივარი დამატებითი მოტივაცია იქნებოდა, ისინი მე-12 მოთამაშე არიან, თუმცა არ მგონია, მხარდაჭერა ქუთაისელებმაც დაგვაკლონ. თანაც, დარწმუნებული ვარ, ბათუმელებიც მრავლად ჩამოვლენ და გვიგულშემატკივრებენ", - თქვა ფროლოვმა.

პრესკონფერენციას ბათუმელთა კაპიტანი თეიმურაზ შონიაც დაესწრო.

"ევროპალიგის მატჩს ვატარებთ და წარმოუდგენელია, საბრძოლო განწყობა არ გვქონდეს. ძალიან საპასუხისხმგებლო მატჩია, მეტოქე რთული გვყავს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად თავს არ დავზოგავთ", - თქვა შონიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტკვენს გედიტაა მტელი კუტაისი,აბა ტკვენიციტ არსჰეჰინდეტ.
merabi
21:38 28-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული