ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლადო ბურდულმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" შანსები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

"პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული თემაა. ვავლებთ პარალელებს, ვინ როგორ ვითარდება, ვინ ვისზე წინ დგას და ასე შემდეგ... თავად ვითამაშე აზერბაიჯანში და ვიცი, როგორ "შენდებოდა", ვითარდებოდა "ყარაბაღი". საერთოდ, აზერბაიჯანელებმა საკლუბო დონე ასწიეს და მხოლოდ - ლეგიონერების მეშვეობით. ადგილობრივი კადრები იქ პრობლემატური იყო ადრეც და ასეთად რჩება დღესაც.

სამწუხ
აროდ, ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ, იმხელა ხელფასები შესთავაზონ ლეგიონერებს, რამდენსაც აზერბაიჯანელები იხდიან. ჩვენ საშუალება რომ გვქონდეს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ნიჭი შევუხამოთ ლეგიონერების ოსტატობას, გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნებოდა...

"ყარაბაღი" ამ წყვილში ფავორიტია. ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ეს ასეა. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შანსი არ გვაქვს. ბურთი მრგვალია და შანსიც ყოველთვის არის.

გია ცეცაძე ჩემი მეგობარია, ვიცი მისი საფეხბურთო ხედვა და "სამტრედიას" შანსს ამაშიც ვხედავ - გიას შეუძლია, მოიგონოს რაღაც განსაკუთრებული ტაქტიკა, რომელიც ბევრ პრობლემას შეუქმნის "ყარაბაღს".

ზოგადად, ჩვენი მოწინააღმდეგე თუნდაც ევროპული მასშტაბით ძალიან გამოცდილი გუნდია. აზერბაიჯანელები უკვე მიეჩვივნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე თამაშს და რამდენადაც მახსოვს, "ყარაბაღს" თავი არც იქ შეურცხვენია", - ამბობს ბურდული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბურთი ჩვენთვის იაპონური საზამთროსავით ოთხკუთხედია. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს აზერებს ტოლსწორ ბრძოლაში ქართული მენტალიტეტით დავამარცხებთ.
roma
13:58 04-07-2017
0
ნეტავ როდემდე უნდა ვიყოთ ამ " ბურთი მრგვალია"-ს იმედად?!
დუდუ
09:54 02-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული