ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლადო ბურდულმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" შანსები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

"პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული თემაა. ვავლებთ პარალელებს, ვინ როგორ ვითარდება, ვინ ვისზე წინ დგას და ასე შემდეგ... თავად ვითამაშე აზერბაიჯანში და ვიცი, როგორ "შენდებოდა", ვითარდებოდა "ყარაბაღი". საერთოდ, აზერბაიჯანელებმა საკლუბო დონე ასწიეს და მხოლოდ - ლეგიონერების მეშვეობით. ადგილობრივი კადრები იქ პრობლემატური იყო ადრეც და ასეთად რჩება დღესაც.

სამწუხ
აროდ, ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ, იმხელა ხელფასები შესთავაზონ ლეგიონერებს, რამდენსაც აზერბაიჯანელები იხდიან. ჩვენ საშუალება რომ გვქონდეს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ნიჭი შევუხამოთ ლეგიონერების ოსტატობას, გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნებოდა...

"ყარაბაღი" ამ წყვილში ფავორიტია. ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ეს ასეა. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შანსი არ გვაქვს. ბურთი მრგვალია და შანსიც ყოველთვის არის.

გია ცეცაძე ჩემი მეგობარია, ვიცი მისი საფეხბურთო ხედვა და "სამტრედიას" შანსს ამაშიც ვხედავ - გიას შეუძლია, მოიგონოს რაღაც განსაკუთრებული ტაქტიკა, რომელიც ბევრ პრობლემას შეუქმნის "ყარაბაღს".

ზოგადად, ჩვენი მოწინააღმდეგე თუნდაც ევროპული მასშტაბით ძალიან გამოცდილი გუნდია. აზერბაიჯანელები უკვე მიეჩვივნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე თამაშს და რამდენადაც მახსოვს, "ყარაბაღს" თავი არც იქ შეურცხვენია", - ამბობს ბურდული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
მივმართავ ბატონებს:
ლევან კობიაშვილს
ტარიელ ხეჩიკაშვილს
მიხეილ ყაველაშვილს.
ბატონები, საბიუჯეტიო სახსრებით ფინანსდება კლუბები, როგორც კერძო ასევე არაკერძო. რატომ არცერთ კლუბს არა აქვს ვალდებულება ყოველთვიური, ყოველკვარტალური,ნახევარი წლისა და წლიური ანგარიში წარუდგინოს საჯაროდ მოსახელობას თუ რა თანხა სად დაიხარჯა?
კლუბები რომელთაც არა ჰყავთ ოფიციალურად კერძო მფლობელები, მათ არა აქვთ უფლება გაასაიდუმლონ პერსონალის,ეს იქნება ფეხბრუთელი, მწვრთნელი თუ დამლაგებელი, პრეზიდენტი,ხელფასები.ყოველ ადამიანზე ზუსტი ინფორმაცია უნდა იყოს გამოქვეყნებეული.
ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს როგორც კლუბის მიერ კონტრაქტით შეპირებული ხელფასის ოდენობა,ასევე პრემირების ოდენობა და პრინციპები, ცალკე სტატიად უნდა გამოქვეყნდეს ფედერაციის მიერ დაწესებული მოპოვებულ ქულებზე დამატებითი პრემიების დარიგების ვადები და მეთოდიკა ყოველ კლუბში,რადგან არსებობს გონივრული ეჭვი რომ ყველა კლუბი ერთნაირი პრინციპით და პროპორციებით არ მოქმედებს.
კანონდარღვევაქ როდესაც საბიუჯეტო ფულის ხარჯვა ხდება და მასზე არ ქცეყნდება დეტალური ინფორმაცია.
ალბათ დროა ყველა ისინი დაისაჯონ ვინც ფიქრობს რომ საბიუჯეტო თანხებით არსებული კლუბი მისი კერძო საკუთრებაა.
იმედია რომ ჟურნალისტებში რომელიმეს გეყოფათ სინდისი,გამბედაობა, კაცობა, მოიკვლევთ ამ თემას და მომავალ კვირაში გამოაქვეყნებთ.
Guadua
01 ივლისი 2017 14:51
0

01 ივლისი 2017 14:38
0
ღედაქციას!!!გელოდებით ტუ როდის გამოაქვეყნებთ.
mamulo
01 ივლისი 2017 14:35
0
აზერებს კობიაშვილი და მისი საძმაკაცო არ ჰყავთ,რომელსაც რატომღაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვია და ბიუჯეტის(ხალხის)ფულს უაზროდ არ ფანტავენ და ჯიბეებს არ ისქელებენ.ამითაც გვჯობიან აზერები.
mamulo
01 ივლისი 2017 14:34
0
მე მჯერავს რომ სამტრედია არ შერცხვებს ცეცაძის ხედვა გვაძლევს ამის იმედს პირველი წრე ისე მძიმედ ითამაშეს მგონია რომ ფორმის პიკს მაგ თამაშში მიაღწევენ მიდით ბიჭები ჩვენ ვიცით ძლიერია ყარაბახი მარა ყველაფერს ვხედავთ და ვამჩნევთ ასე რომ თავდადებას არ დაგიკარგავთ.
samtredski
01 ივლისი 2017 14:32
0
იმედი მაქვს სამტრედია იქნება ის გუნდი ვინც ამ წუმპეს რაც ევროპალიგაზე გადაგვესხა ცოტათი მაინც ჩამოგვრეცხავს, ადრე ამას ზესტაფონი აკეთებდა და ახლა სამტრედია გააკეთებს დარწმუნებული ვარ. აზერბაიჯანელების შეურაცყოფა არ მინდა მაგრამ ჩვენ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთის თამაში შეგვიძლია ვიდრე მათ, ჩვენ ტალანტის ხარჯზე უნდა დავამარცხოთ ისინი. უბრალოდ ითამაშეთ ის რაც იცით რითაც ძლიერები ხართ და აჩვენეთ ყველას თქვენი ძალა.
roma
01 ივლისი 2017 14:17
0
დღეს აზერების საკლუბო ფეხბურთი ჩვენზე წინაა,მაგრამ იმის თქმა რომ აზერების ფეხბურთი ჩვენზე წინაა შეცდომაა. ჩვენი ფეხბურთი აზერებზე მაღლა დგას იმიტომ რომ მათზე ბევრად ძლიერი ლეგიონერები გვყავს და შესაბამისად ნაკრები.
kika
01 ივლისი 2017 13:46
0
ყარაბახი კი არა ზოგადად აზერბაიჯანი ფავორიტია საქართველოსთან შედარებითმათ ყველაფერიც აქვტ და სწორადაც იყენებენ რესურსებს.აქ კი დამსახურებული კუთვნილის მიღებასაც ლოდინი უნდაიქ ხელმძღვანელები ფეხბურტელრების ნაშრომს არ ჭამენ
სანდრო
01 ივლისი 2017 13:36
0

სიახლეები პოპულარული