"სამწუხაროდ, საშინაო მატჩი დავთმეთ და არ გამოგვივიდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენ კარში სწრაფი გოლი მივიღეთ და ამის შემდეგ უფრო მოვუკლეთ. ამ მარცხით ტრაგედიას შექმნა საჭირო არაა – წავაგეთ, მაგრამ ვეცდებით, გასვლაზე მოვიგოთ.
მართალია, ანგარიში 0:1 გვიმცირებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს, მაგრამ პოტენციალი გაგვაჩნია და შეგვიძლია, სათანადოდ მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის", - თქვა ფროლოვმა.
- ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან"