ოფიციალური წერილი მეტალურგიული ქარხნიდან კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ჩაიბარა.
როგორც ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, ფეხბურთელები "ფოლადის" სტადიონით სარგებლობას 10 ივლისიდან ვეღარ შეძლებენ.
"საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. მას შემდეგ შპს "რუსთავის რუსთავი" აგრძელებს სტადიონით სარგებლობას. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არაერთხელ შემოგთავაზეთ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ გვიფორმებთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენს წარმომადგენლებს 10 ივლისიდან სტადიონზე აღარ დავუშვებთ", - ნათქვამია მეტალურგიული
შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში ოფიციალურად გავრცელდა განცხადება, რომ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ რუსთავის თვითმმართველობას სტადიონის საიჯარო თანხა 5 500 ლარიდან 22 500 ლარამდე გაუზარდა.
იჯარის მომატებასთან ერთად კი ქალაქის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა სტადიონის შეძენის თაობაზე. ქალაქის მერი დავით ჯიქია აცხადებდა, რომ რუსთავის "ფოლადის" სტადიონის ქალაქის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაწყებული იყო.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით