ალტახი-ჩიხურა 1:1 - ძველი კალაპოტით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყველაფერი ჩვეული კალაპოტით მიედინება - ქართული გუნდები ევროპალიგიდან პირველივე ეტაპზე გამოვარდნენ. ცხადია, მალე მოვისმენთ ამ ყველაფრის ლოგიკურ ახსნას, რომ ეს "ამის" და "იმის" გამო მოხდა... მაგრამ ვერავინ შეძლებს გულშემატკივრის გულის მოგებას, რადგან ამ ევროთასებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა.

ყველაზე ღირსეულად ევროპას საჩხერის "ჩიხურა" დაემშვიდობა, რომელმაც "ალტახთან" საპასუხო მატჩში თავსლაფი არ დაისხა. თბილისში ავსტრიელებმა 1:0 მოიგეს და მეორე მატჩში 2:1 მოგებაც აწყობდათ. ცხადია, ეს ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდი მოგებასთან ახლოს იყოს.

- ჩიხურა-ალტახი
0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]


პირველი სახიფათო მომენტი 27-ე წუთზე შეიქმნა. კუთხური შტეფან ნუტცმა შეასრულა და ლუი ნგვატ-მაჰოპის დარტყმაზე დინო ჰამზიჩმა საიმედოდ ითამაშა.

ანგარიში 29-ე წუთზე, კურიოზული გოლით გაიხსნა - კუთხური ისევ ნუტცმა შეასრულა და ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია - 1:0.

ორიოდე წუთში მანვე კიდევ ერთხელ სცადა ბედი, მაგრამ ჰამზიჩს ამჯერად ვერ აჯობა. საჩხერელები მორიდებულები არ იყვნენ, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. შეიძლება 45-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილის მიერ სახიფათოდ შესრულებული ჯარიმის აღნიშვნა, როცა მეკარე მარტინ კობრასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საჩხერელებმა კარგად გააცნობიერეს, რომ მათი მეტოქეც ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს და მეორე ტაიმში შეუტიეს. 56-ე წუთზე, ლაშა ჩიკვაიძის ფლანგური გადაცემით, დიმიტრი ტატანაშვილმა ახლოდან დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

"ჩიხურამ" შეტევები გაამწვავა და 71-ე წუთზე ავსტრიელები კიდევ ერთხელ შეაწუხა: გიორგი განუგრავამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ლევან კაკუბავამ თავით კი დაარტყა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა.

86-ე წუთზე ფრუიძის შეგირდებს დაწინაურების რეალური შანსი მიეცათ - გიორგი ივანიშვილმა კარის წინ სარდალიშვილი დატოვა მარტო, მაგრამ... მეკარემ "ალტახი" აშკარა გოლისგან იხსნა.

შეტევებით გართულმა საჩხერელებმა დაცვა მოაშიშვლეს და 89-ე წუთზე ჰამზიჩმა ემანუელ შრაინერის სწრაფი კონტრშეტევისას გუნდი მეორე გოლისგან გადაარჩინა და შანსი დაუტოვა, მაგრამ...

ერთი სიტყვით, მოულოდნელი არაფერი მომხდარა - "ალტახმა" სასურველ შედეგს მიაღწია და შემდეგ წრეში გავიდა. ერთი შეხედვით, "ჩიხურა" არ შერცხვა. ერთი შეხედვით, ძლიერი მეტოქე ჰყავდა - ავსტრიული, ევროპული გუნდი, მაგრამ რეალურად, "ალტახი" სულაც არ იყო ძლიერი მეტოქე და მისი დამარცხება ნამდვილად შეიძლებოდა.

უბედურება ისაა, რაც ამ შემთხვევაში გვიხარია - დიდი ანგარიშით არ წავაგეთ...

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
06.07. ალტახი. "ქეშპოინტ არენა"
ალტახი-ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 ნუტცი (29), 1:1 ტატანაშვილი (56. ჩიკვაიძის პასით)
ალტახი: კობრასი, გალვაო, ნეტცერი, საკიჩი, გებაუერი (69. დობრასი), სალომონი, პესინგერი, ნუტცი, ზეხი, აიგნერი (66. გრბიჩი), ნგვატ-მაჰოპი (84. შრაინერი).
სათადარიგოები: დიმიტროვიჩი, ჟივოტიჩი, ნუსბაუმერი, იანეჩეკი
მწვრთნელი: კლაუს შმიდტი
ჩიხურა: ჰამზიჩი, კაკუბავა, კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე, განუგრავა (82. დეკანოიძე), გორგიაშვილი (61. ივანიშვილი), კორიფაძე, გელაშვილი (77. ფონიავა), სარდალიშვილი, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, მირცხულავა, დობროვოლსკი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: აიგნერი (58), სარდალიშვილი (90+1), დობრასი (90+2)
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
qartulma ocnebam,kaladzem da kobiashvilma bolo lursmanh haahedes qartuli fexburtis kubohi.
Is mkvdaria agar arsebobs.
adm.ar damibloko gtxov.
. . . . .
17:16 07-07-2017
0
ფრუიძეს რა ვუთხარი.გორგიაშვილი შუიდან უნდა ეთამაშებინა და უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა.შუა ნახევარმცველები შეტევას ძალიან ანელებდნენ.აქაც და იქაც გოლები ვაჩუქეთ,ჩვენ კი კომბინაციით გავუტანეთ თანაც ორი,ერთი პირველ ტაიმში გაგვიუქმეს.დროა ქართველმა მცველებმა მეტი კონცენტრაციით ითამაშონ და უკან უაზრო ბურთის Gორებას შეეშვან.იქნებ სამტრედიამ მაინც გაგვახაროს.
calciofan
12:27 07-07-2017
0

სიახლეები პოპულარული