"ყარაბაღის" თავკაცი: ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5 რომ წააგო

AutoSharing Option
"ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმა "სამტრედიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ჩემპიონი 11 ივლისს, ბაქოში, "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

"ყველანი ვაცნობიერებთ მომავალი მატჩის მნიშვნელობას. ჩვენი ახალწვეულები სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან, საეჭვოა ტრავმირებული რიჩარდ ალმეიდას თამაშიც. პრობლემები ყოველთვის არსებობს და ჩვენც გამუდმებით ვცდილობთ, ვიპოვნოთ გამოსავალი", - თქვა აზერბაიჯანული გუნდის თავკაცმა.

ამის შემდეგ სიტყვა ქართველმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ ითხოვა. ის ყურბან ყურბანოვს აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა, შემდეგ კი მწვრთნელს სუვენირად
ქართული ღვინო მიართვა.

"სამწუხაროდ, არ ვსვამ. თუმცა, ყველა შემთხვევაში გმადლობთ. გპირდებით, რომ ჩემგანაც იქნება საჩუქრები, როდესაც საპასუხო თამაშზე თბილისში გესტუმრებით", - უთხრა მწვრთნელმა პაჭკორიას.

ამის შემდეგ "ყარაბაღის" თავკაცმა განაცხადა, რომ როგორც ყველა მნიშვნელოვან მატჩს, ხვალინდელ დაპირისპირებასაც ახლავს მღელვარება...

"ეს ნორმალურია. მეტოქე გამოცდილია. ვერ ვიტყვი, რომ სრულებით მზად ვართ მომავალი მატჩებისთვის. მიუხედავად ამისა, ხვალ დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს.

არ შეიძლება ამჟამინდელი "სამტრედია" შევადაროთ იმას, რომელმაც "გაბალასთან" შარშან ზაფხულს 1:5 წააგო. ეს სხვადასხვა გუნდებია. იცვლება ფეხბუთი, იცვლებიან ფეხბურთელები, იძენენ გამოცდილებას.

თანაც, არც ჩვენ ვართ დღეს ისეთივე ძლიერები. ბოლომდე დავიხარჯებით, ჩვენი მთავარი მიზანი კი სწორად თამაში და ორი მატჩის ჯამში მოგებაა. ამასთან, გვინდა სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ", - თქვა ყურბანოვმა.

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
მამა უცხონდა - არა სცამს... მაშინ სააკაძის ხმალი მიგერთმიათ....
მსქროლავი ტროლი
15:59 11-07-2017
0
რა უბედურებააა რა ხდება? "მ" აღარაა საჭირო ხოოო? ისწავლეთ ცოტა ქრთული ამის... მალე ალბათ 25 ანბანის ასო დაგვრჩება და ფეხბურთი ისედაც რას გავს და წარმოიდგინეთ "ფებუთი" როგორი იქნება.
roma
12:27 11-07-2017
0

სიახლეები პოპულარული