"ყარაბაღის" თავკაცი: ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5 რომ წააგო

AutoSharing Option
"ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმა "სამტრედიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ჩემპიონი 11 ივლისს, ბაქოში, "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

"ყველანი ვაცნობიერებთ მომავალი მატჩის მნიშვნელობას. ჩვენი ახალწვეულები სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან, საეჭვოა ტრავმირებული რიჩარდ ალმეიდას თამაშიც. პრობლემები ყოველთვის არსებობს და ჩვენც გამუდმებით ვცდილობთ, ვიპოვნოთ გამოსავალი", - თქვა აზერბაიჯანული გუნდის თავკაცმა.

ამის შემდეგ სიტყვა ქართველმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ ითხოვა. ის ყურბან ყურბანოვს აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა, შემდეგ კი მწვრთნელს სუვენირად
ქართული ღვინო მიართვა.

"სამწუხაროდ, არ ვსვამ. თუმცა, ყველა შემთხვევაში გმადლობთ. გპირდებით, რომ ჩემგანაც იქნება საჩუქრები, როდესაც საპასუხო თამაშზე თბილისში გესტუმრებით", - უთხრა მწვრთნელმა პაჭკორიას.

ამის შემდეგ "ყარაბაღის" თავკაცმა განაცხადა, რომ როგორც ყველა მნიშვნელოვან მატჩს, ხვალინდელ დაპირისპირებასაც ახლავს მღელვარება...

"ეს ნორმალურია. მეტოქე გამოცდილია. ვერ ვიტყვი, რომ სრულებით მზად ვართ მომავალი მატჩებისთვის. მიუხედავად ამისა, ხვალ დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს.

არ შეიძლება ამჟამინდელი "სამტრედია" შევადაროთ იმას, რომელმაც "გაბალასთან" შარშან ზაფხულს 1:5 წააგო. ეს სხვადასხვა გუნდებია. იცვლება ფეხბუთი, იცვლებიან ფეხბურთელები, იძენენ გამოცდილებას.

თანაც, არც ჩვენ ვართ დღეს ისეთივე ძლიერები. ბოლომდე დავიხარჯებით, ჩვენი მთავარი მიზანი კი სწორად თამაში და ორი მატჩის ჯამში მოგებაა. ამასთან, გვინდა სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ", - თქვა ყურბანოვმა.

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
მამა უცხონდა - არა სცამს... მაშინ სააკაძის ხმალი მიგერთმიათ....
მსქროლავი ტროლი
11 ივლისი 2017 15:59
0
რა უბედურებააა რა ხდება? "მ" აღარაა საჭირო ხოოო? ისწავლეთ ცოტა ქრთული ამის... მალე ალბათ 25 ანბანის ასო დაგვრჩება და ფეხბურთი ისედაც რას გავს და წარმოიდგინეთ "ფებუთი" როგორი იქნება.
roma
11 ივლისი 2017 12:27
0
ოეე ქართველო---სვავს კი არა,სვამს,მაგრამ მეეჭვება,შენ ქართველი იყო....
status quo
11 ივლისი 2017 10:53
0
ხალხო რა ჯანდაბა გჭირთ რატო სვავ, როცა სწორი ფორმაა სვამ.
ბარემ ჭამს მაგიერაც ჭავს გამოიყენეთ.
რა უბედურებაა დროშა ვერ დაკიდენ -))))))
irakli
11 ივლისი 2017 10:17
0
ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5 რომ წააგო
ალბათ კითხვის ნიშანი დაგავიწყდათ.
haha
11 ივლისი 2017 09:26
0
https://haqqin.az/news/104785 ნახეთ "Далее слово взял грузинский журналист Тенгиз Пачкория, который приветствовал Гурбана Гурбанова на азербайджанском языке. В своей речи он подчеркнул, что в Грузии хорошо понимают значение слова "Карабах" для Азербайджана. Он пожелал команде успехов, а также подарил сувениры Гурбану Гурбанову – бутылку грузинского вина, рюмку и ручку.Презенты вызвали добродушный смех среди азербайджанских журналистов, так как всем хорошо известно, что Гурбанов очень религиозный человек и не употребляет алкоголь.
«К сожалению, я не пью. Но все равно спасибо. Могу обещать, что и от меня будут подарки, когда мы приедем на ответную игру в Тбилиси», - поблагодарил грузинского журналиста наставник.
თენგიზ პაჭკორია
11 ივლისი 2017 02:36
0
კოლეგებო! ეტყობა, თქვენ რედაქციას და ამ სტატიის ავტორს არ უნახია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მასალის ახალი ვარიანტი -ნახეთ-იქ თბილად უწერია https://haqqin.az/news/104785
თენგიზ პაჭკორია
11 ივლისი 2017 02:33
0
აზერბაიჯანია რა...
საჩუქარს იმიტომ არ ჩუქნიან,რომ აუცილებლად მოიხმარო.საჩუქარს გულით ჩუქნიან და ეს უბრალოდ სასიამოვმოა,სხვა თუ არაფერი.თუ არ სვავს,სტუმარი მასაც მოუვა ვინც სვავს და მას დაალევინოს.
ზაზა
10 ივლისი 2017 23:11
0

სიახლეები პოპულარული