ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 90 /
ახდა, ასრულდა ოცნება!
zaza
12 ივლისი 2017 10:33
0
-ცეცაძე ნაკრებში!
vava
12 ივლისი 2017 10:32
0
Gaushvit saqartvelos pexburtelebis 70% moyvarulebshi da daawinauret axalgazrdebi. Sircxvilia xalxno es ra xdeba. Germaniashi vcxovrob da aqedan vadevneb titqmis yovel tamashss tvals,esaa rbilad rom vtqvat katastrofa. Me tviton vtamashob moyvarulebshi da mcxvenia mat rogor sheidzleba ewedot profesionalebi. Saqartvelos umaglesi ligis motamasheebis 70%.s dadet komentari gtxovt.
Zura
12 ივლისი 2017 10:30
0
მსაჯზე რომ ბევრი არ ვილაპარაკოთ, დავეთანხმები ავტორს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუნდის დაბალი ფიზ.მომზადება. გასაგებია რომ კლუბებს ამ ეტაპზე არ აქვსიმის ფუფუნება რომ სპორტ.დარბაზები მოაწყონ, მაგრამ ლამის ყველა ქალქშია ე.წ. "ფიტნეს კლუბები", თავის მწვრთნელებით, აუღე რა გუნდა აბონიმენტი და კვირაში ორჯერ ჩაატარე ფიზმომზადება, მაქსიმუმ თვეში 1000 არი დაჯდეს ეგ ამბავი. სხვა თუ არაფერი, დაიკუნთებით მაინც !!!
dave
12 ივლისი 2017 10:29
0
აღარც გრცხვენიათ? სულ ცოტა პატრიოტიზმის მინავლებული მბჟუტავი ნაპერწკალიც აღარ შეგრჩათ ფედერაციის მესვეურებო? ვაი თქვენს(უფრო სწორად ჩვენს) პატრონშ
რ.დ.
12 ივლისი 2017 10:28
0
კობიაშვილი კიდევ პარლამენტშია გამოჯგიმული!!!
zurab
12 ივლისი 2017 10:28
0
ყარაბაღის ბიუჯეტით სამტრედიის მთლიანად ყიდვა შეიძლება აუქციონზე ეხლა ისმის კითხვა რატომ უნდა გაიაროს ყარაბაღი სამტრედიამ? გააქვთ ამ კითხვაზე ვინმეს პასუხი თავი ცოტა მიურახუნეთ კედელს იქნებ ტვინი გაქანდეს.
samori
12 ივლისი 2017 10:26
0
საასწრაპოდ სექმენიტ უპასო პეხბურტის სკოლები
და ნახვტ პანტასტიკურ პეხბურტელებს რა ვერ გააიგეტ პეხბურტის მესვეურებო უნიწიერესი ტაობები იკარგება არ აქვტ პული გადაასახდელი ტაანც სია საწმელი ბავს ვისაც პული ააქვს პეხბურტელობა უნდატ მაგრამ ტამასი არ სეუზლიააატ საამააარცხვინო ცვენი კლუბების გამოსვლააა
ledi
12 ივლისი 2017 10:25
0
გარდაიცვალა კარტული ფეხბურტი 1991-2017.გამოსვენება ფეხბურტის ფედერაციიდან.სირცხვილო
gia
12 ივლისი 2017 10:23
0
კობიაშვილს აზროვნება არ შეუძლია,ის მხოლოდ მწვრთნელის ანუ ბიძოს დირექტივების შემსრულებელია..
status quo
12 ივლისი 2017 10:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული