მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.
თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.
მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.
ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!
ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!
დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.
მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.
მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).
სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აუწონავია ნაცისტების დანაშაული ქართველი ერის წინაშე და მატ=თ დათესილ შხამს კიდევ კარგა ხანს ვერ გავანეიტრალებთ.ისე დანგრევა გაცილებით ადვილი და იაფია,აშენება კი ძნელი და ძვირი,ეს კარგად აითვისეს ნაცებმა და ანგრიეს განათლება,მეცნიერება,სპორტი,სოფლის მეურნეობა,მშენებლობის ხარისხის კონტროლი,ქალაქ დაგეგმარება,კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლი,გეოლოგიური სამსახური,ეკოლოგია,გააუქმეს 1200 სკოლა,უამრავი საბავშვო ბაღი,საზღვაო ძალები,სამხედრო საჰაერო ძალები და კიდევ რა ვიცი.კი დაიწყო გზების შენება,მაგრამ იქაც არაფერი ჰკითხეს ამ დარგის მეცნიერებს და მათი დაგებული ავტობანები დასავლეთ საქართველოში წყალთან ქიმიური რეაქციის გამო იშლება და ინგრევა,ვითომ გააკეთეს ბაგრატის ტაძარი და იუნესკომ ძეგლების ნუსხიდან ამოაგდო,ისეთი რამე გააკეთეს,მცხეთაც იგივეს ელოდა მაგრამ ქოცებმა შეაჩერეს მათი გეგმები და მისი სტატუსი როგორღაც გადაარჩინეს.ნაომარი ხალხი ,მათი მშიშარობის მოწმე ციხეში ჩაყარეს,ვაჟკაცი ბიჭები ციხეში გააუბედურეს,ხალხს სინამდვილეში ცოცხალი ადამიანების მკვლელობა აღიარებინეს და როცა ის ცოცხალი გამოჩნდა,ახლა ცრუ ჩვენების გულისათვის მიუსაჯეს პატიმრობა.მაგათ ააყვავეს არაა ქვეყანა,მაგ მართლა ნაძირალებმა.ქოცებმა თავიდან ნორმალურად დაიწყეს,მაგრამ კოჰაბიტაციის გამო ნაცები ფაქტიურად მართვის სათავეში დარჩნენ,ჩაინერგნენ ოცნებაში და ახლა ოცნების 50-70 პროცენტი უკვე ნაცები არიან.ამიტომ ისევ უკუღმა მიდის საქმე,რადგან ნაცი თავისი არსით არის დამანგრეველი,ბოროტი საწყისი და ახლა ასეთად აქცია ქოციც.