[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

AutoSharing Option
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ
ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 79 /
gia

აი მასე რომ აზროვნებთ მთელს ქვეყანაში, იმიტომაც იჭრებით ყველა სფეროში.
კერძო მფლობელის მოსვლა არ ნიშნავს რომ ეს ისეთივე ნაძალადევად მოსული მხოლოდ ქართველი კერძო მფლობელი იყოს როგორც ეს ტორპედოს შემთხვევაში მოხდა.
ყველა კლუბი უნდა გამზადდეს ერთდროულად გასაყიდად და ერთდროულად გავიდეს აუქციონე "საერთაშორისოდ გამოცხადებულ აუქციონზე" და თუკი ეს ყველაფერი წესიერად იქნება გაკეთებული , ნახავთ რამდენი იქნება მყიდველი და მსურველი. საქართველოში რომ არაა მყოდველი ეს არაფერ შუაშია კლუბის გასხვისებასთან. ეგაა რომ სანამ თუნდაც 1 კლუბი რჩება ორივე ლიგაში სახელმწიდო საკუთრების ან მხოლოდ ბიუჯეტით ფინანსირებადი, მანამდის სიტუაცია არ დალაგდება ის ერთი მუდამ არევს ყველაფერს.
Guadua
14 ივლისი 2017 10:44
0
კერძო სექტორი უნდა შევიდესო ითქვა, კი ბატონო კარგი იდეაა, მაგრამ მას რა ინტერესი უნდა ამოძრავებდეს რა ეს საქმე მომგებიანია? რათქმა უნდა არაა მომგებიანი. კერძო სექტორი - ბიზნესმენი იმ შემთხვევაში დააბანდებს ფულს თუ მას გადასახადებში რამე შეღავათი ექნება. ნორმალური კლუბის შესაქმნელად მინიმუმ 10 მილიონი არის საჭირო. ამდენ ფულს არა მგონია ვინმე ტყუილა გადაყრიდეს. ამიტომ, საკანონმდებლო ბაზაა შესაცვლელი იმ პირებისათვის ვისაც თანხის დაბანდება სპორტში უნდა.სახელმწიფომ კი ბავშვთა ფეხბურთზე უნდა იფიქროს. მოკლედ ყველაფერს სჭირდება დიდი ფული როგორც სახელმწიფოს მხრიდან ისე კერძო სექტორის მხრიდან. მაგრამ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ფეხბურთის დარდი ვის აქვს, ვერ ხედავთ ხალს როგორ უჭირს. სახელმწიფოს პრიორიტეტები სხვა რამეზეა დაგეგმილი. ფეხბურთი, უკვე დიდი ფულის მქონე სახელმწიფოების სპორტი გახდა.
gia
14 ივლისი 2017 09:57
0
BATUMSHI 11 CELIA AR ICHEBEN STADIONIS ASHENEBAS ,APRIKASHIA AMAS AR GAAKETEBEN ES KRIMINALIA....
OTAR
14 ივლისი 2017 09:14
0
არცერთი ჟურნალისტი ხმას არ იღებთ და თქვენს აზრს ღიად არ აფიქსირებთ, რომ ზესტაფონის დაბრუნება ქართულ ფეხბურთში აუცილებელია. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?
1
14 ივლისი 2017 09:08
0
მთავარი გავიწყდებათ - ფეხბურთი არ არის კარგი ბიზნესი საქართველოში და რომ გინდათ ყველა კლუბი კერძო იყოს, ეგ ამბავი არ გამოვა.
odala
14 ივლისი 2017 06:56
0
tu mtavroba ar mogvwons ari mitingebi shimshilobebi da ertibambavi...erti shekreba ra gaxda pederaciastan ro pasuxebi mivigot aq chven laparaks ra azri aq moqmedebaa sawiro da zewola pederaciis sheqmnil pondshi chveni gadasaxadebia romelsac klubebs ese uazrod da upatronod urigeben
gio
14 ივლისი 2017 06:19
0
yvelas jobia is dawerot vin rogor chams gundebis pulebs gamodixart da chkuas gvaswavlit. magram geshiniat da ver dawert.. ro dacini aq samtredias momeci 20 milioni da ganaxeb yarabaxs ras uzam. samtrediam waagebs aba ras izams kapiki puli ar aqvs dgexar da ilandgebii,,,amixseni rato unda mougos samtrediam yarabaxs>??? ra qveyanac vart is pexburtiaa da amas sanam qveyana ar modzlierdeba ase iqneba pexburtic.. 4000 larad romeli legioneri chamogiva aaq kargi ro wer moiyvannono
icit ras getyvit jurnalistebo
14 ივლისი 2017 02:27
0
არაუშავს ბიჭებო რომ წააგეთ თუ ვერ გახვედით არაუშავს იმედია შემდეგში ცჰემპიონტა ლიგაზე ან ევროპაზე გახვალთ და გვასახელებთ დინამომ თუ ასე გააგრდზელა ცჰემპიონტა ლიგაზე მოხვდება და სამტრედიამ არ უნდა დაკარგოს შანსი
gurami
14 ივლისი 2017 00:44
0
საშუალო ხელფასი რაზეც კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში ნორმალურ უცხოელ ფეხბურთელს დაითანხმებ ეს შეიძლება იყოს 10000 ლარი თვეში, საუბარია ლეგიონერებზე აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან. თუმცა როგორც კი თავს გამოიჩენენ, შემოთავაზებებს მიიღებენ უკეთესს და შენარჩუნება გაჭირდება. პრინციპში შემდგარი და კარგი ქართველი ლეგიონერის დაბრუნებასაც არ უნდა ნაკლები თანხა თუ მეტი არა და ამ უფულობის პირობებში გადინებაა ფეხბურთელების და აბა რა იქნება? ფულია ჩასადები ფული, უფულოდ არ კეთდება საქმე და როდის უნდა გაიგოთ?
gurami
13 ივლისი 2017 22:50
0
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებს /ეროვნული ნაკრები/ ევროპაში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელები ყავდათ,მაგრამ რა შედეგი ქონდათ?
საჩხერელი
13 ივლისი 2017 21:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული